გაზაფხულის პირველი დღეები
გაზაფხულის პირველი დღე — ესპანელი სიურეალისტი მხატვრის, სალვადორ დალის ნახატი, შესრულებული ზეთის საღევაბით მუყაოზე, 1929 წელს. დალის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადრეულ პერიოდში შესრულებული სიურეალისტური ნმუშევარი.
გაზაფხულის პირველი დღე | |
---|---|
The First Days of Spring | |
ავტორი | სალვადორ დალი |
წელი | 1929 |
კატალოგი | P 242[1] |
ტიპი | ზეთი, კოლაჟი, შესრულებული მუყაოზე |
სიმაღლე | 49.5 |
სიგანე | 64 |
ქალაქი | სანტქ-პეტერბურგი, ფლორიდის შტატი |
მუზეუმი | სალვადორ დალის მუზეუმი |
ნახატზე გამოსახული გარემო მეტად ექსპანსიურია, გარემო მშვიდია, გაშლილი ველი. ნამუშევარი ასიმეტრიუილა, საგნების ძირითადი ნაწილი, განთავსებულია ნამუშევრის მარჯვენა ხმარეს, მარცხენა მხარეს კი მათ მხოლოდ მცირე რაოდენობაა. ნახატის ცენტრში მოთავსებულია სიურეალისტური ფიგურები. რთულია იმის გარკვევა თუ რა მოქმედებას ასრულებენ ისინი ან რას განასახიერებენ. მოშორებით დაჩრდილული მუქი ფიგურები მოჩანს. მარცხენა მხარეს შავი ფიგურა სკამზე ზის და მთელ სცენას გაჰყურებს.
ეს ნამუშევარი დალიმ შეასრურა ცხოვრების ურთულესეტაპზე, როდესაც ის დეპრესიით იტანჯებოდა. მამამისი საშინლად იმედგაცრუებული და გაბრაზებული იყო შვილის ფროფესიული არჩევნითა და რელიგიური შეხედულებებით.ამით გამოხატულია მისი სურვილი შერიგობოდა მამამისს. მარცხნივ, სკამზე მჯდომარე ფიგურა გამოსახული გავრცელებული მოსაზრებით მამამისს ასახავს, საკუთარ თავს კი პატარა ბავშვის სახით, რომელიც კონკრეტულ ნახატზე ყველაზე შორეულ წერტილში დგას.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- გაზაფხულის პირველი დღეები — სალვადორ დალის მუზეუმი