გავაზის ყველაწმინდა

გავაზის ყველაწმინდა — ეკლესია ყვარლის მუნიციპალეტისის სოფელ გავაზის სასაფლაოზე. თარიღდება XIX საუკუნით.

ეკლესია დარბაზულია, ნაგებია ნატეხი ქვით კირის ხსნარზე. დაზიანებულია: ჩამონგრეულია გადახურვა, დანგრეულია კედლების ზედა ნაწილები, იმდენად, რომ სარკმლების კვალი აღარ ჩანს. თაღოვანი შესავლელი დასიდანაა. კარის წირთხლები აგურისაა. ეკლესია უაფსიდოა და აღმოსავლეთით სწორი კედლითაა დასრულებული. საკურთხეველი დარბაზიდან არ არის გამოყოფილი.

ლიტერატურა რედაქტირება