გადატრიალება მემორანდუმით (1971)

(გადამისამართდა გვერდიდან გადატრიალება მემორანდუმით)

გადატრიალება მემორანდუმით ეწოდა 1971 წლის 12 მარტს თურქეთის რესპუბლიკის მეორე სახელმწიფო გადატრიალებას, რომელიც ქვეყანაში 1960-იანი წლებიდან მოყოლებული სამოქალაქო და სამხედრო დაუმორჩილებლობის შედეგი გახდა.

გადატრიელებას ეს სახელი დაერქვა მემორანდუმის გამო, რომელიც თურქეთის გენერალურმა შტაბმა პრემიერ-მინისტრს გადასცა, სადაც შეირაღებული ძალების ულტიმატუმის პირობები იყო ჩამოთვლილი. მემორანდუმი მოითხოვდა „დემოკრატიული პრინციპების კონტექსტში, ძლიერი და კრედიტუნარიანი მთავრობის ფორმირებას, რომელიც მიმდინარე ანარქიული სიტუაციის ნეიტრალიზებას მოახდენდა და, ათათურქის მსოფლმხედველობის საფუძველზე, კონსტიტუციით გათვალისწინებულ რეფორმისტულ კანონებს გაატარებდა“, მოუღებდა რა ბოლოს „ანარქიას, ფრაქციათშორის შუღლსა და სოციალურ და ეკონომიკურ არეულობას“. თუ ეს მოთხოვნები არ შესრულდებოდა, არმია „კონსტიტუციურ ვალდებულებას შეასრულებდა“ და ძალაუფლებას საკუთარ ხელში აიღებდა. მინისტრთა კაბინეტთან სამ-საათიანი თათბირის შემდეგ პრემიერ-მინისტრი სულეიმან დემირელი გადადგა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Ahmad, Feroz (1993), The Making of Modern Turkey, Routledge, ISBN 0-415-07836-9
  • Gökay, Bülent (2006), Soviet Eastern Policy and Turkey, 1920-1991, Psychology Press, ISBN 0-203-58106-7
  • Hale, William (1994), Turkish Politics and the Military, Routledge, ISBN 0-415-02455-2
  • Ünlü, Ferhat (2008), Democratic Oversight and Reform of the Security Sector in Turkey, LIT Verlag Münster, ISBN 978-3-825-80969-0
  • Zürcher, Erik Jan (2004), Turkey: A Modern History, I. B. Tauris, ISBN 1-85043-399-2