გადაადგილებათა ურთიერთობის პრინციპი
გადაადგილებათა ურთიერთობის პრინციპი, მაქსველის თეორემა — წრფივად დეფორმირებადი სხეულისპირველი მდგომარეობის (ნახ. a) Pk ერთეული ძალის მოდების წერტილის ამ ძალის მოქმედების მიმართულებით გადაადგილდება (δk1), რომელსაც მეორე მდგომარეობის (ნახ. b) ნებისმიერი სხვა Pi ერთეული ძალა იწვევს, ტოლია Pi ერთეული ძლის მოდების წერტილის ამ ძალის მოქმედების მიმართულებით გადაადგილებისა (δ1k), რაც გამოწვეულია Pk ერთეული ძალით, ე. ი. δ1k=δk1 გადაადგილებათა ურთიერთობის პრინციპი პირველად ინგლისელმა ფიზიკოსმა ჯ. მაქსველმა ჩამოაყალიბა, იგი მუშაობათა ურთიერთობის პრინციპის კერძო შემთხვევაა. მას ფართოდ იყენებენ მასალათა გამძლეობასა და სამშენებლო მექანიკაში დრეკადი სისტემების გაანგარიშებისას.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 614.