კინოთეატრი „გაგრა“, აგრეთვე ცნობილი როგორც ზამთრის თეატრი — ღირსშესანიშნავი ნაგებობა ძველი გაგრის ცენტრში, აშენებული 1951 წელს.[1] ახლოს მდებარე კოლონადასთან ერთად წარმოადგენს ქალაქის სიმბოლოს.

კოლონადა მოპირდაპირედ

მონუმენტური შენობა განეკუთვნება კლასიცისტურ სტილს. მთავარი შესასვლელი გაფორმებულია კორინთული ორდერის კოლონებითა და მათზე განთავსებული ანტიკური სტილის სამკუთხა ფრონტონით. შენობის მარჯვენა ნაწილი ეთმობოდა კინოთეატრს, მარცხენა ნაწილში კი მდებარეობს სასცენო სივრცეები, სადაც მუსიკალური კონცერტები იმართებოდა.[2]


wikistub ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.