გაგიდის ტბა
გაგიდის ტბა — ტბა საქართველოში, გალის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს შავი ზღვის ნაპირზე. ტბის სარკის ფართობია 0,03 კმ², აუზის ფართობი 3,2 კმ², მაქსიმალური სიღრმე 2 მ. საზრდოობს წვიმის წყლით. ერთვის სამი პატარა ნაკადი. ნაპირები ლელქაშიანია. მდიდარია თევზით (კობრი, ლოქო და სხვა).[2]
გაგიდის ტბა | |
---|---|
კოორდინატები: 42°27′15″ ჩ. გ. 41°32′32″ ა. გ. / 42.45417° ჩ. გ. 41.54222° ა. გ. | |
მდებარეობა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | გალის მუნიციპალიტეტი |
ფართობი | 0,03 კმ² |
მაქსიმალური სიღრმე | 2,0 მ |
აუზის ფართობი | 3,2 კმ² |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 41.
- ↑ ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 526.