გაბრიელა ელენა სპანიკ ულტერა (ესპ. Gabriela Elena Spanic Ulterra; დ. 10 დეკემბერი, 1973), უფრო ცნობილია როგორც გაბრიელა სპანიკი (ესპ. Gabriela Spanic) — ჯილდოების მფლობელი ვენესუელელი მსახიობი, რომელიც მეტად ცნობილია ტელენოველებში თავისი როლებით. მისი ტყუპისცალი და დანიელა სპანიკი მოდელი და მსახიობია. მას ასევე ჰყავს უმცროსი და პატრისია და ორი ძმა – ანტონიო და ადიელი.

გაბრიელა სპანიკი

გაბრიელა სპანიკი მარჯვნივ
დაბადების სახელი გაბრიელა ელენა სპანიკ ულტერა
დაბადების თარიღი 10 დეკემბერი, 1973 (1973-12-10) (51 წლის)
ორტისი, გარიკო, ვენესუელა
მეუღლე(ები) მიგელ დე ლეონი
(1997 – 2003)

სპანიკის მამა ხორვატიელია, რომელიც ვენესუელაში საცხოვრებლად 1960 წელს გადავიდა, ხოლო დედა – ინგლისელია.

გაბრიელას კარიერა მის ვენესუელის კონკურსიდან 1992 წელს დაიწყო. ის უნივერსიტეტში ფსიქოლოგიას სწავლობდა, მაგრამ ყოველთვის მსახიობობის სურვილი ჰქონდა. მისმა კარიერამ თვალსაჩინო აღმავლობა 1990–იანი წლების შუა ხანებში დაიწყო, როდესაც მან მთავარი როლები მიიღო ვენესუელურ საპნის ოპერებში. 1998 წელს სალვადორ მეხია ალეხანდრემ გაბრიელა მიწვია მის ახალ სერიალში „უზურპატორი ქალი“ მექსიკაში. ამ სერიალით წყალობით გაბრიელა ნამდვილი მეგავარსკვლავი გახდა, ამ სერიალმა ტელევისას არხზე ყველა დროის რეკორდი მოხსნა. ამ სერიალის წყალობით გაბრიელამ სამწლიანი ექსკლუზიური კონტრატი მიღო ტელევისასგან. ამ სერიალის შემდეგ გაბრიელა კიდევ მონაწილეობა მიღო ტელევისას ორ სერიალში.2002 წელს ის გადადის სამუშაოდ ტელემუნდოში და ხდება მთავარი გმირი ტელენოველისა „შურისძიება“, სადაც მან პროფესიონალი მოკრივე განასახიერა.

2004 წელს გაბრიელას ისევ ეწვია საყოველთაო აღიარება როცა ის გახდა სერიალ „გრძნობათა ტყვეობაში“ მთავარი გმირი. 2005 წელს მონაწილეობა მიიღო სერიალში „ვნებათა მიწა“, რის შედეგადაც რამდენიმე წლით ეკრანს ჩამოშორდა. 2009 წელს ის ბრუნდება სერიალ „ქალბატონით“ ტელევისას არხზე და პარტნიორობას უწევს ლუსეროს და ფერნანდო კოლუნგას. 2010 წელს გაბი კომპანია აცტეკაში გადადის სამუშაოდ და გამოდის მათი ერთობლლივი სერიალი „იმპერატორი“, ამას მოყვება 2012 წელს სერიალი „ალმას ორი სახე“, 2014 წელს კი გაბიმ მონაწილეობა მიიღო აცტეკას სერიალში „ჩემო აკალპუკო“.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება