გაბონის სამხედრო გადატრიალება (2023)
გაბონის სამხედრო გადატრიალება — სამხედრო გადატრიალება გაბონში, რომლის შედეგადაც ხელისუფლება გადავიდა სამხედრო მოსამსახურეებისა და პოლიციის მხარდამჭერთა ხელში.
გადატრიალება მოხდა 2023 წლის 30 აგვისტოს გაბონის არმიის ოფიცერთა ჯგუფის მიერ, მათ ტელეკომპანია გაბონი 24-ის ეთერში გამოაცხადეს, რომ ქვეყანაში ძალაუფლება მათ ეკუთვნით. გადატრიალების მიზეზი იყო სამხედროების უთანხმოება საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით. საუბრისას სამხედროთა ჯგუფმა განაცხადა, რომ ბოლო მოეღება არსებულ რეჟიმს. არჩევნების შედეგები გაუქმდა[1][2] და გაბონის პრეზიდენტი ალი ბონგო ონდიმბა შინაპატიმრობაში იმყოფება.[3]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ „Au Gabon, des militaires proclament l’annulation des élections après l’annonce de la victoire d’Ali Bongo“. Le Monde.fr (ფრანგული). 2023-08-30. ციტირების თარიღი: 2023-08-30.
- ↑ Walsh, Declan (2023-08-30). „Gabon Military Officers Say They Are Seizing Power“. The New York Times (ინგლისური). 0362-4331. ციტირების თარიღი: 2023-08-30.
- ↑ გაბონის პრეზიდენტი ალი ბონგო ონდიმბა შინაპატიმრობაში იმყოფება