გაბეხაური ციცქაქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში იმერეთიდან.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, სამნაკვთიანი, იშვიათად თითქმის მთლიანი. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია სქელი აბლაბუდისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრული და ცილინდრულ-კონუსური ფორმის, ზოგჯერ მხრიანი, საშუალო სიკუმსის, იშვიათად მეჩხერი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, სი-მეტრიული, მომწვანო-მოყვითალო ფერის. რბილობი მკვრივი და ხორციანი აქვს.

გაბეხაური ციცქა საშუალო ზრდისაა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის ბოლოს შედის. საჰექტარო მოსავლიანობა 9-10 ტონაა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 20%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8 გ/ლ-ს.

მიიღება სუფრის თეთრი მშრალი ღვინო.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 91