ჟან გაბენი

(გადამისამართდა გვერდიდან გაბენი, ჟან)

ჟან გაბენი (ფრანგ. Jean Gabin, ნამდვილი სახელი და გვარი ჟან-ალექსის მონკორჟე ფრანგ. Jean-Alexis Moncorgé; (დ. 17 მაისი 1904, პარიზი, საფრანგეთი ― გ. 15 ნოემბერი 1976, ნიუ-სიურ-სენი, ილ-დე-ფრანსი, საფრანგეთი) — გამოჩენილი ფრანგი მსახიობი და ომის გმირი. დაიბადა პარიზში, საფრანგეთი; გაიზარდა სოფელ მერიელში სენ-ე-უაზის პრეფექტურაში (ამჟამინდელი ვალ-დ'უაზის დეპარტამენტი) პარიზიდან ჩრდილოეთით 35 კილომტერში. კაბარეს მსახობების შვილი, შავ მუშად მუშაობდა, თუმცა 19 წლის ასაკში შოუ ბიზნესში მოხვდა მცირე როლით ფოლი-ბერჟერის სპექტაკლში. ჯარში გაწვევამდე აგრძელებდა სხვადასხვა მეორეხარისხოვანი როლების შესრულებას.

ჟან გაბენი
დაბადების სახელი ჟან-ალექსის მონკორჟე
დაბადების თარიღი 17 მაისი 1904
პარიზი, საფრანგეთი
გარდაცვალების თარიღი 15 ნოემბერი, 1976
ნიუ-სიურ-სენი, საფრანგეთი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1924-1976

ბიოგრაფია

რედაქტირება

სამხედრო ვალის მოხდის შემდეგ გაბენი ისევ გართობის ბიზნესში ბრუნდება. ამ დროს ირჩევს ფსევდონიმად „ჟან გაბენს“ პარიზის სამუსიკო ჰოლებში თუ ოპერეტებში შემოთავაზებული როლების შესრულებისას. შემდეგ ერთ-ერთ თეატრალურ დასთან ერთად სამხრეთ ამერიკაში ტურით მიმგზავრება, საფრანგეთში დაბრუნებისას კი სამსახურს მულენ-რუჟში პოულობს. მისი სამსახიობო ნიჭი ამ პერიოდში სულ უფრო შესამჩნევი ხდება და, შესაბამისად, უკეთესი როლებიც შესთავაზეს, რის შედეგადაც 1928 წელს ორ მუნჯ ფილმში იღებს მონაწილეობას. ორი წლის შემდეგ ის ადვილად ერთვება გახმოვანებულ კინემატოგრაფიაში როლით 1930 წლის პათე ფრერის ფილმში „Chacun sa Chance“ (თითოეულს თავისი შანსი).

მეორეხარისხოვანი როლებით გაბენი ოთხ წელიწადში 25-მდე ფილმში იღებს მონაწილეობას. თუმცა ნამდვილი წარმატება მოჰყვა მის შესრულებას ჟულიენ დიუვივიეს 1934 წლის ფილმში „მარია შაპდელენი“. 1935 წლის ფილმში „უცხოური ლეგიონი“ შესრულებული რომანტიკული გმირის როლით გაბენი ვარსკვლავის სახელს იხვეჭს. მომდევნო წელს, ისევ დიუვივიესთან ერთად, უაღრესად წარმატებულ ფილმში „პეპე ლე მოკო“ (1937) გაბენი საერთაშორისო აღიარებას ჰპოულობს. იმავე წელს გაბენი თამაშობს ჟან რენუარის ფილმში „La Grande Illusion“, რომელსაც კინოგაქირავებაში უდიდესი წარმატება და კრიტიკოსთა უმაღლესი შეფასება მოჰყვა, ნიუ-იორკშიც კი, სადაც ის არნახულად დიდ ხანს — ექვს თვეს გადიოდა კინოთეატრებში. ჰოლივუდიდან უამრავი შემოთავაზების მიუხედავად გაბენი მათ თავდაპირველად უარით ისტუმრებდა მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე. გერმანიის მიერ საფრანგეთის ოკუპაციის დროს ის ჟან რენუასა და ჟულიენ დიუვივიესთან ერთად ამერიკაში გამეგზავრა.

1939 წელს მეორე ცოლთან განქორწინების შემდეგ, ჰოლივუდის პერიოდში, გაბენი მარლენ დიტრიხთან სასიყვარულო ურთიერთობას იწყებს. მისი ამერიკული ფილმები წარმატებით ვერ სარგებლობს და რთული ხასიათისა გამო ჰოლივუდის კარიერა ჩავარდნის პირას მიჰყავს. გაბენი გენერალ დე გოლის ფრანგულ განმათავისუფლებელ არმიას უერთდება, სადაც ის სამხედრო მედალსა (Médaille Militaire) და ომის ჯვარს (Croix de Guerre) იხვეჭს საბრძოლო დამსახურებისთვის ჩრდილოეთ აფრიკაში მოკავშირეებთან ბრძოლებში. გამარჯვების დღის შემდეგ, გაბენი იმ სამხედრო კონტინგენტის ნაწილი იყო, რომელიც განთავისუფლებულ პარზში ტრიუმფულად შევიდა. ჟურნალისტების მიერ ფირზე აღბეჭდილია სცენა, სადაც მოუთმენლად მომლოდინე მარლენ დიტრიხი ხალხმრავალ ქუჩაში გაბენს მოჰკრავს თვალს სამხედრო ტანკზე და მისკენ გარბის.

ფილმოგრაფია (შერჩევით)

რედაქტირება
წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1931 გლორია Gloria რობერტ ნური
1932 მხიარული გულები Coeurs joyeux შარლი
1933 გვირაბი Le Tunnel მაკ ალანი
1934 ზუზუ Zouzou ჟანი
1935 გოლგოთა Golgotha პილატე
1935 უცხოური ლეგიონი La Bandera პიერ ჟილეტი
1936 ფსკერზე Les bas-fonds ვასკა
1937 დიდი ილუზია La Grande illusion ლეიტენანტი მარეშალი
1937 პეპე ლე მოკო Pépé le Moko პეპე ლე მოკო
1938 ნისლიანი სანაპირო Le Quai des brumes ჟანი
1939 მარჯნის რიფი Le Récif de corail ტროტ ლენარდი
1946 მარტენ რუმენიაკი Martine Roumagniaque მარტენ რუმენიაკი
1951 ვიქტორი Victor ვიქტორ მესერანი
1955 ნაპოლეონი Napoléon ჟან ლანი
1956 დანაშაული და სასჯელი Crime et Châtiment კომისარი გალეტი
1956 მკვლელების დრო Voici le temps des assassins ანდრე შატლენი
1957 ექიმ ლორანის საქმე Le Cas du docteur Laurent ექიმი ლორანი
1958 განკიცხულნი Les Miserables ჟან ვალჟანი
1958 მეგრე მახეს აგებს Maigret tend un piège კომისარი მეგრე
1959 პრერის ქუჩა Rue des prairies ანრი ნევე
1962 მაიმუნი ზამთარში Un singe en hiver ალბერ კანტენი
1963 მელოდია სარდაფიდან Mélodie en sous-sol შარლი
1965 ზეციური ჭექა-ქუხილი Le Tonnerre de Dieu ლეანდრ ბრასაკი
1969 სიცილიური კლანი Le Clan des Siciliens ვიტორიო მალანეზე
1974 ორნი ქალაქში Deux hommes dans la ville ჟერმენ კაზენევი
1974 ვერდიქტი Verdict მოსამართლე ლეგენი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: