დრუკ ცენდენი (ტიბ. འབྲུག་ཙན་དན་, დრაკონის სამეფო) — ბჰუტანის სახელმწიფო ჰიმნი. თავდაპირველად ჰიმნის ტექსტი შედგებოდა 12 სტრიქონისგან, მაგრამ 1964 წლიდან ადმინისტრაციული მონარქიის მიერ ტექსტს 6 სტრიქონი გამოაკლდა.

འབྲུག་ཙན་དན་
დრუკ ცენდენ
ქართ. მეხისმტყორცნელი დრაკონის სამეფო
ქვეყანა ბჰუტანის დროშა ბჰუტანი
ტექსტის ავტორი დაშო გიალდუნ ტინლი
მუსიკის ავტორი აკუ ტონგმი
აქტიური იყო 1953

ჰიმნის შექმნის აუცილებლობა მწვავედ გახდა ბჰუტანში ინდოეთის პრემიერ-მინისტრის, ჯავაჰარლალ ნერუს, სახელმწიფო ვიზიტისას. ჰიმნისთვის მუსიკის შედგენა დაეკისრა ქვეყნის სამხედრო სასულიერო ორკესტრის ხელმძღვანელს, აკუ ტონგმის, რომელიც განათლება ინდოეთში მიიღო. მელოდიას საფუძვლად დაედო ინდური და ბრიტანული ჰიმნები, ასევე ბჰუტანის სახალხო სიმღერა „ტრი ნიამა მედპა პემაი ტრი“ („ლოტოსის ცნობილი სამეფო ტახტი“). გარდა ამისა, ტონგმი ჰიმნის ქორეოგრაფიული თანხლების ავტორიც გახდა, რომელიც ასევე ეროვნულ საცეკვაო მოძრაობებზე იყო დაფუძნებული. ბჰუტანის ჰიმნის მუსიკამ ორჯერ განიცადა ცვლილება ტონგმის მემკვიდრეები მიერ (ორკესტრის ხელმძღვანელის პოსტზე).

ჰიმნის ტექსტი

რედაქტირება

ორიგინალში:

འབྲུག་ཙན་དན་བཀོད་པའི་རྒྱལ་ཁབ་ནང་།།
དཔལ་ལུགས་གཉིས་བསྟན་སྲིད་སྐྱོང་བའི་མགོན་།།
འབྲུག་རྒྱལ་པོ་མངའ་བདག་རིན་པོ་ཆེ་།།
སྐུ་འགྱུར་མེད་བརྟན་ཅིང་ཆབ་སྲིད་འཕེལ་།།
ཆོས་སངས་རྒྱས་བསྟན་པ་དར་ཞིང་རྒྱས་།།
འབངས་བདེ་སྐྱིད་ཉི་མ་ཤར་བར་ཤོག་།།

ძონგ-კეს ენაზე ფონეტიკურ ტრანსლიტერაციაში:

Druk tsenden koepei gyelkhap na
Pyel loog nig tyensi chongwei gyen
Druk gyelpo ngadak rinpoche
Koo jurmey tyentsing chap tsid pyel
Che sangye tyenpa darshing gyel
Bang deykyed nyima sha-wa sho.

ქართული თარგმანი

რედაქტირება

თარგმანი რუსულიდან (იხ. ვიკიპედია რუსულ ენაზე):

მეხისმტყორცნელი დრაკონის სამეფოში, სადაც კვიპაროსები იზრდებიან,
დიდებული რელიგიური და სამოქალაქო ტრადიციების სახლში
დრაკონების მემკვიდრე მეფე, ძვირფასი მონარქი
მარადიულად ცხოვრობს და თავისი მმართველობით წარმატება მოაქვს,
ბუდას მოძღვრება იფურჩქნება და ყვავდება,
და ხალხს მშვიდობისა და ბედნიერების მზესავით ნათების საშუალებას აძლევს

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება