ბუჯის მღვიმე
მღვიმე საქართველოში
ბუჯის მღვიმე — მღვიმე საქართველოში. მდებარეობს რაჭის ქედის სამხრეთ კალთაზე. გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში. წარმოადგენს მრავალსართულიანი, მშრალი და წყლიანი დერეფნების სისტემას. ერთ-ერთი შესასვლელი აქვს ადგილ ქვაჯირკთან. მღვიმეს ქვედა სართული მუდმივად წყლიანია, გვხვდება ტბები, ნაღვენთი წარმონაქმნები. დერეფნების ჯამური სიგრძე დაახლოებით 700 მ-ია.
ბუჯის მღვიმე | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
სიგრძე | 700 მ |
ამგებელი ქანები | კირქვა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ტინტილოზოვი ზ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 514.