ბუხუტი ლაზარიაშვილი
ბუხუტი ლაზარიაშვილი (დ. 21 იანვარი, 1935, თელავი) — ქართველი ინჟინერი.
ბუხუტი ლაზარიაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 21 იანვარი, 1935 |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
ალმა-მატერი | საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1958 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამთო-სამარკშეიდერო სპეციალობით.
1959-1969 წლებში მუშაობდა რუსთავის ქიმიური ქარხნის მექანიკოსად, საამქროს ცვლის უფროსად, საკონსტრუქტორო განყოფილების უფროსის მოადგილედ; 1969 წელს 3 წლით მივლინებული იყო მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკაში სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტის საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსად; მონღოლეთიდან დაბრუნების შემდეგ მუშაობა განაგრძო რუსთავის ქიმიურ ქარხანაში, საიდანაც საქართველოს მინისტრთა საბჭოს დადგენილებით გადმოყვანილ იქნა ქ. თბილისში საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული სპეცსამონტაჟო სამუშაოთა მთავარი სამმართველოს „საქმონტაჟსპეცმშენის“ საწარმოო სამართველოს უფროსად; შემდეგ მუშაობდა მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ; აქტიურად მონაწილეობდა რესპუბლიკის მნიშვნელოვანი სამრეწველო და სოციალურ-საყოფაცხოვრებო დანიშნულების ობიექტების მშენებლობაში, მათ შორის: რუსთავის ქიმიური, ქუთაისის საავტომობილო, ზესტაფონის ფეროშენადნობთა და ახალქალაქის საბაგირო გზების დანადგართა ქარხნების მშენებლობაში; ოპერატიულად უწევდა კოორდინაციას მემონტაჟეთა მრავალათასიანი კვალიფიციური კოლექტივების საქმიანობას; დაჯილდოებულია მონღოლეთის რევოლუციის 50 წლისთავის საიუბილეო მედლით; 2013 წლის ბოლომდე მუშაობდა სააქციო საზოგადოება „მონტაჟსპეცმშენის“ გენერალური დირექტორის მოადგილედ.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, თბ., 2017, გვ. 334