ბუშე დე პერთი (ფრანგ. Boucher de Perthes; დ. 10 ნოემბერი, 1788 — გ. 2 აგვისტო, 1868) — ფრანგი არქეოლოგი. საფუძველი ჩაუყარა პალეოლითის კვლევას. შეკრიბა პალეოლითური იარაღი, რომელსაც მეცნიერები მანამდე ყურადღებას არ აქცევდნენ. იგი ამტკიცებდა, რომ ამ იარაღთა შემქმნელი ადამიანი მამონტებისა და სხვა გადაშენებული ცხოველების თანამედროვე იყო, რაც ეწინააღმდეგებოდა იმდროინდელ პალეონტოლოგიაში გაბატონებულ ანტიევოლუციონისტურ, ე. წ. კატასრტოფათა თეორიას. ამ აღმოჩენის მნიშვნელობა სათანადოდ მხოლოდ დარვინისტებმა შეაფასეს XIX საუკუნის 60-იან წლებში.

ბუშე დე პერთი

ლიტერატურა

რედაქტირება