ბუღრა გიულსოი
ბეჰიჩ ბუღრა გიულსოი (თურქ. Behiç Buğra Gülsoy; დ. 22 თებერვალი 1982, ანკარა, თურქეთი) — თურქი მსახიობი, არქიტექტორი, გრაფიკული დიზაინერი, რეჟისორი და ფოტოგრაფი.[3]
ბუღრა გიულსოი | |
---|---|
დაბადების სახელი |
ბეჰიჩ ბუღრა გიულსოი Behiç Buğra Gülsoy |
დაბადების თარიღი |
22 თებერვალი, 1982 ანკარა თურქეთი |
რეზიდენცია | სტამბოლი |
ეროვნება | თურქი |
მოქალაქეობა | თურქეთი |
განათლება | აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის უნივერსიტეტი |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 2002-დან დღემდე |
სიმაღლე | 1,75[1] |
წონა | 71[2] |
მეუღლე(ები) | ბურჯუ ქარა (2011 - 2012) |
პარტნიორ(ებ)ი | ნილუფერ გურბუზი ("Nilüfer Gürbüz") |
საიტი | ბუგრა გიულსოის ოფიციალური ვებ-გვერდი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1982 წლის 22 თებერვალს თურქეთის დედაქალაქ ანკარაში, სადაც დაამთავრა საშუალო განათლება. ხოლო უმაღლესი განათლება მიიღო არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩრდილოეთ კვიპროსის აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის უნივერსიტეტში[4].
ბუღრამ თავისი პირველი როლი 13 წლის ასაკში შეასრულა. ხოლო ცნობილი გახდა ნაზიმის (Nazım) როლით სერიალში „ყველა ერთისთვის“ („Hepimiz Birimiz İçin“), რომელიც თურქულ „კანალ დ“-ზე (Kanal D) 2008 წელს გადიოდა[5].
2011 წელს დაქორწინდა მსახიობ ბურჯუ ქარაზე, ხოლო 2012 წლის 2 აგვისტოს ისინი განქორწინდნენ[6].
ფილმოგრაფია
რედაქტირებასერიალები
რედაქტირებაწელი | დასახელება | როლი | შენიშვნა |
---|---|---|---|
2008 | "ყველა ერთისთვის" ("Hepimiz Birimiz İçin") | ნაზიმი | |
2009-2011 | "დაუვიწყარი" ("Unutulmaz") | თოლგა | |
2010-2011 | "უდანაშაულო" ("Fatmagül'ün Suçu Ne?") | ვურალ ნამლი | |
2012 | "ქუზეი და გუნეი" ("Kuzey Güney") | გუნეი თექინოღლუ | |
2013 | "ძველი ამბავი" ("Eski Hikaye") | მეთე | |
2014 | "მე ვარ ჰიჯრანი" ("Bana Artik Hicran De") | სინანი | |
2015 | "თავიდან სიყვარული" ("Ask Yeniden") | ფათიჰი |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ [1] Bugra Gulsoy Height Eye Color Hair Color Ethnicity Nationality
- ↑ [2] Buğra Gülsoy – Kaç Kilo, Boyu Kaç, Nereli, Kaç Yaşında, Sevgilisi Kimdir ?
- ↑ [3] დაარქივებული 2015-02-25 საიტზე Wayback Machine. Tiyatro sahnesine ilk defa 13 yaşında Özel Arı Koleji’nde eğitimini sürdürürken çıkan Buğra Gülsoy, ilk, orta ve lise öğrenimini Ankara’da tamamladı.
- ↑ [4] Buğra Gülsoy kimdir?
- ↑ [5] დაარქივებული 2016-02-20 საიტზე Wayback Machine. Buğra Gülsoy (Fatih Şekercizade) Biyografisi / Kimdir?
- ↑ [6] დაარქივებული 2016-01-24 საიტზე Wayback Machine. Burcu Kara ve Buğra Gülsoy Boşandı!