ბუღაანის კოშკი — კოშკი მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბუღაანის განაპირას, ადგილ ნაგომურალში, ტყეში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

კოშკი გეგმით სწორკუთხაა (7 X 6 მ). ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. წყობა ირეგულარულია. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია. შემორჩენილია ორი სართული. I სართულის უმეტესი ნაწილი კედლების ნაშალითა და მიწითაა ამოვსებული. შემორჩენილ კედლებზე მცენარეებია ამოსული. ორივე სართულის აღმოსავლეთ კედელში თითო პატარა სარკმელია გაჭრილი. პირველ სართულის ჩრდილოეთ კედელში ერთი სწორკუთხა ნიშია.

კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე შემორჩენილია გალავნის ფრაგმენტები და რამდენიმე ქვაყრილი.

ლიტერატურა

რედაქტირება