ბუტკო (ვაზის ჯიში)
ბუტკო — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში აჭარიდან.
ერთ-ერთი უძველესი ქართული ჯიშია. შავმარცვლიანი ბუტკო შავშეთსა და კლარჯეთში რუსთაველის ეპოქაშიც კი ყოფილა გავრცელებული.
ბოტანიკური აღწერა
რედაქტირებაზრდასრული ფოთოლი საშუალო ან საშუალოზე მცირე ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური ფორმის, სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე საკმაოდაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური, ზოგ შემთხვევაში ცილინდრული ფორმის. თხელია ან საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, მუქი ლურჯი, თითქმის შავი. თხელკანიანია. რბილობი უფრო წვნიანი და მცირეხორციანია საკმაოდ სასიამოვნო ტკბილი გემოთი.
ბუტკო საშუალო ზრდის და უხვმოსავლიანი ჯიშია. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივო-ბა კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე საშუალოდ 208 დღეა, სრულ სიმწიფეში ოქტომბრის დასასრულს შედის. ერთი ძირი მაღლარის მოსავლიანობა 70 კილოგრამამდეა. მტევნის წონა 55-163 გრამია. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19-20%-ს, ხოლო მჟავიანობა — 9.8 გ/ლ-ს.
მიიღება სუფრის წითელი მშრალი ღვინო.
ლიტერატურა
რედაქტირება- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 86