ბჰუტანის ტურიზმი

(გადამისამართდა გვერდიდან ბუტანის ტურიზმი)
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ბუტანის ტურიზმი 1974 წელს ბუტანის მთავრობის მიერ წამოწყებული საქმიანობა შემოსავლის მოსაზიდად და ბუტანის უნიკალური კულტურისა და ტრადიციების გარე სამყაროში პოპულარიზაციის მიზნით, რის შემდეგაც ქვეყანა აღარ არის იზოლირებული უცხოელებისთვის. 1974 წელს ბუტანის სამეფოში სულ 287 ტურისტი იმყოფებოდა. 1992 წელს ბუტანის მონახულების სურვილის მქონე ტურისტების რაოდენობა 2850-მდე გაიზარდა, 1999 წელს კი მკვეთრად გაიზარდა 7158-მდე. [1] 1980-იანი წლების ბოლოს ტურიზმმა წლიური შემოსავალი 2 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა.

მიუხედავად იმისა, რომ უცხოელთათვის ღიაა, ბუტანის მთავრობამ მკაცრად იცის, თუ რა გავლენა შეიძლება მოახდინონ ტურისტებმა ბუტანის უნიკალურ და ფაქტობრივად, დაუზიანებელ ლანდშაფტსა და კულტურაზე. შესაბამისად, მათ თავიდანვე შეზღუდეს ტურისტული აქტივობის დონე და ამჯობინეს უფრო მაღალი ხარისხის ტურიზმი. თავდაპირველად ეს პოლიტიკა ცნობილი იყო როგორც „მაღალი ღირებულების, დაბალი მოცულობის“ [2] ტურიზმი. 1999 წელს მას ეწოდა სახელი „მაღალი ღირებულება, დაბალი ზემოქმედება“, „დახვეწილი, მაგრამ მნიშვნელოვანი ცვლა“. მიუხედავად იმისა, რომ დაბალი გავლენა გარანტირებულია ვიზიტორების დაბალი რაოდენობის საშუალებით, ბუტანში მოგზაურობისთვის აუცილებელია იყოთ კარგი ფინანსური შემოსავლების მქონე, [3] ისმის კრიტიკა ბუტანის მიმართულებით რადგან იქ მხოლოდ „მაღალი ღირებულების ტურისტს“ შეუძლია მოგზაურობა. ტურისტებისთვის დაწესებულია ყოველდღიური გადასახადი 180-დან 290 აშშ დოლარამდე (ან მეტი) დღეში. [4] 2005 წლის დოკუმენტში, სახელწოდებით „მდგრადი ტურიზმის განვითარების სტრატეგია“ , ნათქვამია რომ ქვეყანა „უფრო მეტ ყურადღებას აქცევდა ტურისტების რაოდენობას ქვეყნის კულტურისა და გარემოს გამოყენებით ბუტანის, როგორც მდიდარი ტურისტებისთვის ეგზოტიკური დანიშნულების მქონე ადგილის პოპულარიზაციისთვის“. [5]

ტაკწანგ-ძონგის მონასტერი პაროს რაიონში

ბუტანის მთავრობამ 1991 წლის ოქტომბერში ბუტანის ტურიზმის კორპორაციის (BTC) პრივატიზება მოახდინა და ხელი შეუწყო კერძო სექტორის ინვესტიციებსა და საქმიანობას. შედეგად, 2018 წლის მონაცემებით ქვეყანაში 75-ზე მეტი ლიცენზირებული ტურისტული კომპანია მუშაობს.

თიმფუ

ტურიზმის ყველაზე მნიშვნელოვანი ცენტრებია ბუტანის დედაქალაქ თიმფუში და დასავლეთით მდებარე ქალაქ პაროში, ინდოეთის მახლობლად. ტაკწანგ-ძონგი, კლდის გვერდით მდებარე მონასტერი („ვეფხვის ბუდე“), რომელიც პაროს ხეობას გადაჰყურებს, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა. ეს ტაძარი წარმოუდგენლად წმინდაა ბუდისტებისთვის. ტაძარში განთავსებულია გამოქვაბული, რომელშიც ბუდისტი ღვთაება, რომელმაც ბუდიზმი იქადაგა ბუტანში, 90 დღის განმავლობაში მედიტირებდა და ებრძოდა დემონებს, რომლებიც ამ ხეობაში ცხოვრობდნენ, ბუდიზმის გავრცელების მიზნით. ტაძარი ათასი წლის განმავლობაში დგას. შენობას ორჯერ გაუჩნდა ხანძარი, მაგრამ დაზიანება გამოსწორდა. დრუკ ეარი (Druk Air) ადრე იყო ერთადერთი ავიაკომპანია, რომელიც ახორციელებდა ფრენებს ბუტანში, თუმცა 2012 წლიდან ქვეყანას ემსახურება ბუტანის ავიახაზები.

ბუტანის პოტენციური ვიზიტორები ვიზებს იღებენ ბუტანის საელჩოს ან საკონსულოს მეშვეობით მშობლიურ ქვეყანაში.

ვიზიტორები

რედაქტირება

მოკლე დროში ბუტანში ჩასული ვიზიტორების უმეტესობა ინდოეთიდან, ტაილანდიდან, ვიეტნამიდან, ფილიპინებიდან, ავსტრალიიდან, იაპონიიდან, ჩინეთიდან, სინგაპურიდან, ბანგლადეშიდან, მალაიზიიდან, მალდივის კუნძულებიდან და სამხრეთ კორეიდან არიან. [6] [7] [8] 2017 წელს ქვეყანაშ ტურისტების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, ვიზიტორთა რაოდენობამ 250,000–ზე მეტი ადამიანი შეადგინა. ასევე გაიზარდა დასავლეთიდან მომავალი სტუმრების რიცხვიც, კერძოდ შეერთებული შტატებიდან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან და საფრანგეთიდან. ჩინეთიდან ჩამოსული ტურისტების უმრავლესობა კლასიფიცირდება როგორც „ტიბეტის ლტოლვილები“. [9]

„მაღალი ხარისხის, დაბალი მოცულობის“ პრინციპის კრიტიკა

რედაქტირება

მიუხედავად იმისა, რომ ბუტანი წარმატებით ახერხებს ქვეყანაში ტურისტების რაოდენობის შეზღუდვას, [9] თავისი პრინციპით „მაღალი ხარისხი, დაბალი მოცულობა“ [10] შეიძლება ითქვას, რომ „მაღალი ხარისხის ტურისტი“ უნდა იყოს მდიდარი ტურისტი. იმიტომ, რომ ბუტანის მონახულება ძირითადად დაკავშირებულია მაღალ ფასებთან.[11] [12]

  1. Dorji, Tandi. Sustainability of Tourism in Bhutan. Digital Himalaya. ციტირების თარიღი: August 10, 2008.
  2. High Value Low Volume. KuenselOnline (2015-08-21). Retrieved on 2020-07-28.
  3. Kent Schroeder, Politics of Gross National Happiness: Governance and Development in Bhutan, Cham (Switzerland): Palgrave Macmillan, 2018, 54–55.
  4. How to get Bhutan tourist visa cost and requirement დაარქივებული 2021-10-03 საიტზე Wayback Machine. . Bhutantraveloperator.com. Retrieved on 2020-07-28.
  5. Kent Schroeder, Politics of Gross National Happiness: Governance and Development in Bhutan, Cham (Switzerland): Palgrave Macmillan, 2018, 54–55.
  6. Tourism Council of Bhutan (2014) BHUTAN TOURISM MONITOR. Annual Report 2013 დაარქივებული 2019-11-15 საიტზე Wayback Machine. .
  7. Tourism Council of Bhutan (2016) BHUTAN TOURISM MONITOR. Annual Report 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-10-09. ციტირების თარიღი: 2020-11-13.
  8. Tourism Council of Bhutan (2017) BHUTAN TOURISM MONITOR. Annual Report 2016. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-07-12. ციტირების თარიღი: 2020-11-13.
  9. 9.0 9.1 Bhutan saw highest number of tourists last year – BBS | BBS. Bbs.bt (2018-04-13). Retrieved on 2020-07-28.
  10. Nyaupane, Gyan P. and Timothy, Dallen (2016) "Bhutan’s Low-volume, High-yield Tourism: The Influence of Power and Regionalism". Travel and Tourism Research Association: Advancing Tourism Research Globally.
  11. Why Is Bhutan So Expensive? What Costs The Most. Tibettravel.org (2011-12-19). Retrieved on 2020-07-28.
  12. Schroeder, Kent (2017). "The Last Shangri-La?". Politics of Gross National Happiness: Governance and Development in Bhutan. Cham (Zug): Springer. p. 55. ISBN 9783319653884. Retrieved 25 January 2020. To drive increased tourism revenues, the earlier approach of 'high value, low volume' was replaced by 'high value, low impact'. This represented a subtle but significant shift.