ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ბუსკანტურა (ლათ. Campanula alliariifolia) — მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო 70 სმ-მდე სიმაღლისაა, აღმავალი ან სწორია, დატოტვილი ან მარტივი, მოთეთრო ბეწვით შებუსული. ფესვთანური ფოთლები ფართო სამკუთხაგულისებური ან გულისებურია, წაწვეტებული ან ბლაგვწვერიანი. ყვავილედი გრძელი, ცალმხრივი მტევანია. ყვავილები მსხვილია, მოკლეყუნწიანი, მეტ-ნაკლებად თავდახრილი. გვირგვინი თეთრია და 10-20 მმ სიგრძისა, ძაბრისებურ-ზარისებური ფორმის. იზრდება მთისწინებიდან ალპურ სარტყლამდე კლდეებსა და ნაშალებზე. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიასა და ჩრდილო ანატოლიას.

ბუსკანტურა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  Asterales
ოჯახი:  მაჩიტასებრნი
გვარი:  მაჩიტა
სახეობა:  ბუსკანტურა
ლათინური სახელი
Campanula alliariifolia Willd.

ლიტერატურა

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბუსკანტურა“-დან