ბურ-საფაგა
ბურ-საფაგა (არაბ. سفاجا) — ქალაქი ეგვიპტეში, წითელი ზღვის მუჰაფაზაში. 94 კილომეტრით არის დაცილებული წითელი ზღვის მუჰაფაზის ადმინისტრაციულ ცენტრს — ჰურგადას. ქალაქს გასასვლელი აქვს წითელ ზღვაზე და წარმოადგენს მცირე საპორტო პუნქტს. ზღვის მეშვეობით უკავშირდება საუდის არაბეთსა და იორდანიას.
ქალაქი | |
---|---|
ბურ-საფაგა سفاجا | |
ქვეყანა | ეგვიპტე |
კოორდინატები | 26°44′00″ ჩ. გ. 33°56′00″ ა. გ. / 26.73333° ჩ. გ. 33.93333° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 23±1 მეტრი |
მოსახლეობა | 34 221 კაცი (2008) |
სასაათო სარტყელი | UTC+2, ზაფხულში UTC+3 |
გალერეა
რედაქტირება-
ბურ-საფაგას პანორამა