ბურჰანი-ჰაგიგათი
„ბურჰანი-ჰაგიგათი“ (აზერ. Bürhani-Həqiqət) — ლიტერატურული, ისტორიული, სამეცნიერო და ტექნიკური, სოციალურ-პოლიტიკური ჟურნალი, პირველი ბეჭდვითი ორგანო, რომელიც ერევანში, აზერბაიჯანულ ენაზე, გამოიცემოდა[1]. მისი გამოცემა დაიწყო ჟურნალ „ლექ-ლექის“[2] დახურვის შემდეგ, რომელიც ასევე აზერბაიჯანულ ენაზე გამოიცემოდა. „ბურჰანი-ჰაგიგათი“ გამოიცემოდა 1-ლი იანვრიდან 29 იანვრის ჩათვლით[3]. ჟურნალი იბეჭდებოდა თვეში ორჯერ 8 ფურცელზე და სულ 9 ნომერი გამოიცა[4]. სახელწოდება „ბურჰანი- ჰაგიგათ“ შემდეგნაირად განიმარტება: „ბურჰანი“ - არაბული სიტყვაა და ნიშნავს არგუმენტს, მტკიცებულებას; „ჰაგიგათი“ - თურქული სიტყვაა და ნიშნავს სიმართლეს.
"ბურჰანი-ჰაგიგათი" | |
---|---|
გამომცემელი: | "ლუისი" |
დაარსდა: | 1-ლი იანვარი, 1917 |
ენა: | აზერბაიჯანული ენა |
შეწყვიტა გამოცემა: | 29 იანვარი, 1917 |
სათავო ოფისი: | ერევანი, სომხეთი |
გამოცემა
რედაქტირება1917 წლის 1 იანვარს „ლუისის“ („სინათლე“ სომხურად) გამომცემლობაში ალი მაჰზუნის ხელმძღვანელობით, რომელიც გახლდათ პოეტი და პუბლიცისტი და ასევე ერევნის ინტელიგენციის წარმომადგენლის ჰასან მირზაზადე ალიევის დახმარებით გამოიცა ჟურნალ „ბურჰანი-ჰაგიგათის“ პირველი ნომერი[5].
ჟურნალის ავტორები იყვნენ მოლანასრედინისტი ჯაბბარ ასკერზადე (აჯიზი), მირზა ჯაბარ მამედოვი, რაჰიმ ნაჯი, ვაჰიდ მუღანლი, ტახვილ ირევანი, ასევე პოეტესები შოჰრატი, ნიგიარი, სარიახანუმი, აბდულჰაგ მეჰრინისი, ფატმა მუფიდა, რამზია და სხვები, რომელთა შორის იყო ერევნის მასწავლებელთა სემინარის სტუდენტებიც.
შინაარსი
რედაქტირებაჟურნალში დიდი ადგილი ეკავა სტატიებს სოციალურ-პოლიტიკურ საკითხებზე, მაგრამ მათ გარდა, ასევე ქვეყნდებოდა სახლის საქმის წარმოებისა და ბავშვების აღზრდის საკითხები. მეორე ნომრიდან, ჟურნალში გამოიცა ალი მაჰზუნის ნამუშევარი „ლიტერატურაში“[5].
2012 წელს, ლიტერატურულმა მეცნიერმა შაფაგ ნაასირმა ჟურნალის ყველა ნომრის ტრანსფონელიტერაცია შეასრულა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Литературная среда
- ↑ Сатирические журналы Азербайджана (1906-1920)
- ↑ Пресса
- ↑ Культурное измерение войны:Первая мировая война в образах,в памяти и истории. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-10-08. ციტირების თარიღი: 2018-09-26.
- ↑ 5.0 5.1 Известные представители иреванской интеллигенции