ბურძღალა
ბურძღალა — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი სასუფრე-საღვინე ვაზის ჯიში აჭარიდან.
ბოტანიკური აღწერა
რედაქტირებაზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე სქელ აბლაბუდისებრადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, საშუალო სიკუმსის, იშვიათად თხელი. მარცვალი — საშუალო ზომისა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური, მუქი წითელი. რბილობი წვნიანი აქვს.
ბურძღალა საშუალო ზრდისა და უხვმოსავლიანია. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის მეორე ნახევარში შედის. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19.8%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8.9 გ/ლ-ს.
მიიღება დაბალი ხარისხის სუფრის ღვინო. გამოიყენება სასუფრე ყურძნად.
ლიტერატურა
რედაქტირება- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 84