ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.
ბურსას ალყა

ბურსას ციხის კარიბჭე
თარიღი 1317一1326 წლის 6 აპრილი[1]
მდებარეობა პრუსა (თანამედროვე ბურსა)
შედეგი ოსმალთა გამარჯვება
მხარეები
ბიზანტიის იმპერია ოსმალეთის საამირო
მეთაურები
საროზი ოსმან I

ორჰან I

ძალები
12,000 10,000

ბურსას ალყა 一 ქალაქ პრუსას (თანამედროვეობაში ბურსას) ბლოკადა, რომელიც მიმდინარეობა XIV საუკუნის პირველ ნახევარში. პირველი თავდასხვა 1317 წელს განხორციელდა, ხოლო ქალაქი, უკვე საბოლოოდ, დაეცა 1326 წლის 6 აპრილს.[1] ცნობილია, რომ ეს იყო ოსმალთა რიგით პირველი ალყა ისტორიაში 一 აქამდე მათ ქალაქი არ ჰქონიათ აღებული. პროცესის გაჭიანურებისა და ცხრა წელზე გაწელვის მთავარ მიზეზად კი არაშესაბამისი საბრძოლო შეიარაღება და მაზადყოფნა მიიჩნევა. ბიზანტიელი ისტორიკოსი, ლაონიკე ქალკოკონდილე, აღნიშნავს, რომ ოსმალებმა ისარგებლეს 1321-1328 წლებში მომხდარი ბიზანტიის სამოქალაქო ომით, რამაც ქალაქის აღება კიდევ უფრო გააადვილა. იგი წერს[2]

ვიკიციტატა
„ანდრონიკემ ტახტის ხელში ჩაგდება და საკუთარი ბაბუის გადაყენება გაზრახა, შედეგად ისინი ერთმანეთს წაეკიდნენ. ის ძალზე ჯიუტი იყო დათმობაზე წასასვლელად, ამან კი ომი განმოიწვია. მან სერბთა არმია დაიხმარა, ასევე ყველა ბერძენი დიდგვაროვანი. შედეგად, მათ ვერაფერი მოუხერხეს ბიზანტიის ტერიტორიაზე შემოჭრილ თურქებს. სწორედ ამ დროს ოსმანებმა ალყა შემოარტყეს პრუსას. ოსმანმა მისი აღება შეძლო და, ამასთან ერთად, სხვა აზიური ქალაქებიც დაიპყრო“

ზოგიერთი ისტორიკოსი ვარაუდობს, რომ ოსმანი, ქალაქის დაცემამდე, ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა, ხოლო სხვები ასევე ვარაუდობენ, რომ მან გამარჯვების შესახებ სასიკვდილო სარეცელზე მწოლიარემ გაიგო, რის შემდეგაც იგი ამავე ქალაქში დაკრძალეს.

პოლ დეივისი წერს, რომ „ბურსას აღებამ ოსმანი და მისი მემკვიდრეები მცირე აზიის მთავარ ძალად აქცია, რამაც მისცა გასაქანი ოსმალეთის იმპერიის სიდიადეს“. [3]

1299 წელს, ოღუზის ტომის ლიდერმა ოსმან ბეიმ შექმნა ოსმანთა ბეილიკი, იმავე წელს მან დაიკავა ინეგოლის ციხე, რამაც მას გზა გაუხსნა ბურსასკენ. ჯერ კიდევ 1302 წლის ოსმალთა ლაშქრობამ აიძულა ბითინიის მკვიდრი მოსახლეობა, თავშესაფარი ციხეებში ეძიათ.

ქალაქი პრუსა ჯიუტად ეწინააღმდეგებოდა მოწინააღმდეგეებს. ზოგიერთი წყაროს მიხედვით, ალყა 8-დან 10 წლამდე დროის განმავლობაში გრძელდებოდა. თუმცა, ქალაქის ბედი ჯერ კიდევ მაშინ იყო გადაწყვეტილი, როცა მცირე ოლიმპოს მთა (დღევანდელი ულუდაღი) 1316 წელს ოსმალებმა დაიკავეს. წარმატებულ კამპანიას ხელი შეუწყო იმ ფაქტმაც, რომ ჯერ კიდევ 1308 წელს ოსმალებმა აიღეს კუნძული იმრალი მარმარილოს ზღვაში, თუმცა ეს ფაქტი მრავალმა ისტორიკოსმა ეჭვქვეშ დააყენა. ზოგიერთი წყაროს მიხედვით, კუნძულზე მათ საკუთარი სამხედრო ბაზა გააშენეს, რის შემდეგაც ადვილად შეძლეს ქალაქის ორივე მხარის ამოკეტვა. ამ დროს ოსმალები უკვე იმდენად იყვნენ დარწმუნებულნი ბერძენთა დაჯაბნაში, რომ 1317 წლიდან მონეტის 一 ბურსა 一 ჭრა დაიწყეს. [4]

ბლოკადა საწყის ეტაპზე არცთუ ისე ძლიერი იყო: 1318 წელს პრუსის მიტროპოლიტმა შეძლო და გადასცა მესიჯი იმპერატორს გაჩანაგებული ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ.[5]

1321 წელს ოსმალებმა აიღეს მუდანიას პორტი, რომლის მეშვეობითაც პრუსაში ევროპული საქონელი აღწევდა. [6] გემლიკისა და ბოტევგრადის დაცემის შემდეგ თურქებმა სამხედრო ბანაკი ფინარბაშში გადაიტანეს. მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ბერძნები სახელმწიფო ხაზინაში ოდესღაც დაგროვილ თანხას უხდიდნენ ხარკად ოსმალებს. საბოლოოდ, მრავალწლიანი წვალების შემდეგ, ბიზანტიელებმა, საროზის ხელმძღვანელობით, ქალაქი ოსმალებს 1326 წლის 6 აპრილს ჩააბარეს, თუმცა ოსმანი ქალაქის აღებას ვერ მოესწრო და ტომის მმართველობა მისმა შვილმა, ორჰანმა ჩაიბარა. ოსმალებმა პრეტენზიის მქონე ბერძნებს გარიგება შესთავაზეს 一 მათ შეეძლოთ 30000 ოქროს სანაცვლოდ ქალაქი დაეტოვებინათ, თუმცა ამ უკანასკნელთა უმეტესობამ დარჩენა არჩია. [7] პრუსა იყო პირველი დიდი და, ამავდროულად, საკმაოდ მდიდარი ბიზანტიური ქალაქი, რომელიც ოსმალებმა ხელთ იგდეს. ბურსის მრავალი მოსახლე ისლამზე მოექცა და შეუერთდა ოსმალეთის მმართველი კლასის რიგებს. ქალაქმა სწრაფად აღიდგინა ეკონომიკური ძალაუფლება და 1376 წლიდან ოსმალეთის სახელმწიფოს დედაქალაქადაც გამოცხადდა.

ქალაქის აღების შემდეგ სულთან ორჰანმა ბურსა ოსმალეთის იმპერიის დედაქალაქად გამოაცხადა და ასევე დარჩა 1366 წლამდე, სანამ დედაქალაქად ედირნე არ გამოცხადდა. [8] შედეგად, ბურსას განსაკუთრებული როლი უკავია ოსმალეთის იმპერიის ისტორიაში, როგორც მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი ქალაქი, ისე არქიტექტურული სამშობლო (ბურსას დიდი მეჩეთი და სხვა მრავალი). ორჰანმა სულთნობის პერიოდში ხელი შეუწყო ურბანულ ზრდას ისეთი შენობების აგებით, როგორებიცაა თურქული აბანოები, მეჩეთები, სასტუმროები, ქარვასლები და ა.შ. [9] [10] არაბი მოგზაური, იბნ ბატუტა, რომელიც ოსმალეთს 1331 წელს ეწვია, დიდად მოიხიბლა ამ ახალი ქალაქით და იგი მოიხსენია, როგორც „დასახლება ლამაზი ბაზრებითა და ფართო ქუჩებით, ყველა მხრიდან გარშემორტყმული ბაღებითა და წყაროებით“.[11]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Rogers, Clifford (2010). The Oxford Encyclopaedia of Medieval Warfare and Military Technology. Oxford University Press, გვ. 261. ISBN 9780195334036. 
  2. Kaldellis, Anthony. (2014). The Histories, volume 1, p.25. Dumbarton Oaks. ISBN 978-0-674-59918-5. 
  3. Paul K. Davis, 100 Decisive Battles from Ancient Times to the Present: The World’s Major Battles and How They Shaped History (Oxford: Oxford University Press, 1999), 151.
  4. Explorations in Ottoman Prehistory - Rudi Paul Lindner - Google Книги. ციტირების თარიღი: 2017-07-28
  5. How 'Byzantine' Were the Early Ottomans? Bithynia in ca. 1290-1450 | Dimitri Korobeinikov - Academia.edu. ციტირების თარიღი: 2017-07-19
  6. History of the Ottoman Empire and Modern Turkey: Volume 1, Empire of the ... - Stanford J. Shaw, Ezel Kural Shaw - Google Книги. ციტირების თარიღი: 2017-07-20
  7. BURSA AS A TYPICAL “OTTOMAN CITY” OF THE OTTOMAN CLASSICAL AGES (14TH- 16TH CENTURIES) | Elcin Arabaci - Academia.edu. ციტირების თარიღი: 2016-10-02
  8. Dumper, Michael R. T.; Stanley, Bruce E. (2007) Cities of the Middle East and North Africa: A Historical Encyclopedia. ABC-CLIO, გვ. 101. ISBN 9781576079195. 
  9. Ágoston, Gábor; Masters, Bruce Alan (2009) Encyclopedia of the Ottoman Empire. Infobase Publishing, გვ. 105. ISBN 9781438110257. 
  10. Levine, Lynn A. (2010). Frommer's Istanbul, 2, John Wiley & Sons, გვ. 238. ISBN 9780470915790. 
  11. Finkel, Caroline (2007). Osman's Dream: The History of the Ottoman Empire. Basic Books, გვ. 13. ISBN 9780465008506. 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბურსას_ალყა“-დან