ბურიგანგა (ბენგ, বুড়িগঙ্গা, ძველი განგი) — მდინარე. მიედინება ბანგლადეშის დედაქალაქ დაკას სიახლოვეს. მდინარე განგისა და ბრაჰმაპუტრას შორის წარმოქმნილი ერთ-ერთი შემაერთებელი მკლავი. მდინარის საშუალო სიღრმეა 12 მ, მაქსიმალური სიღრმე — 28 მ.

BD Map Central Bangladesh.jpg
ცენტრალური ბანგლადეშის მდინარეთა ქსელი

სამეურნეო დანიშნულება

რედაქტირება
 
დაკა-ბანგლა-პორტი

ბურიგანგა ქვეყნის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო არტერიაა. მასზე ინტენსიურად მოძრაობენ გემები. მიუხედავად მისი არასასიამოვნო სუნისა და შავი ფერისა, ადგილობრივი მცხოვრებნი მდინარეს იყენებენ დასაბანად და ტანსაცმლის დასარეცხად.

ეკოლოგიური მდგომარეობა

რედაქტირება

ბურიგანგა ითვლება პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე დაბინძურებულ მდინარედ. წყალი არა მარტო სასმელად არის უვარგისი, არამედ დასაბანად და ტექნიკური მიზნებით გამოსაყენებლადაც კი. თუმცა ქვეყანაში მოქმედებს კანონიერი აკრძალვა და შეზღუდულია მასში საყოფაცხოვრებო და სამრეწველო ნარჩენების ჩაყრა, მაგრამ ყოველდღიურად ჩაედინება 1,5 მლნ. მ³სამრეწველო ნარჩენები. იგი ბიოლოგიურად მკვდარ მდინარეებს მიეკუთვნება.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება