ბურბონული ბრაკი
ბურბონული ბრაკი (ფრანგ. Braque du Bourbonnais) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია საფრანგეთში XVI საუკუნეში.
წარმოშობის ქვეყანა | საფრანგეთი | ||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||
ძაღლი (Canis lupus familiaris) |
ლიტერატურულ წყაროებში ნახსენები ყველაზე ძველი ფრანგული მეძებარი ბურბონული ბრაკი პირველად აღწერა 1598 წელს ერთ-ერთმა იტალიელმა მოგზაურმა, რომელიც ცენტრალურ საფრანგეთში, ბურბონში მოხვდა.
XX საუკუნეში არეულმა შეჯვარებამ გამოიწვია ამ ძაღლის მუშა თვისებების გაუარესება, თუმცა ბოლო დროს შესაძლებელი გახდა მათი თანდათან აღდგენა. კომპაქტური, ძლიერი ბურბონული ბრაკი ხშირად უკუდოდ, ან ძალიან მოკლე კუდით იბადებბა. უნივერსალურ მონადირე ბურბონს მრავალმხრივი თვისებები გააჩნია — მას შეუძლია კვალში ჩადგომა, ნანადირევის მოტანა ხშირი ბუჩქნარიდან, ჭაობიდან და წყლიდან. ფრანგულ მეძებრებს შორის ბურბონული ბრაკი ყველაზე გაწონასწორებული და მშვიდი ძაღლია.
XIX საუკუნეში მისი პოპულარობა შემცირდა, მაგრამ XX საუკუნის დასაწყისში ბურბონი კვლავ „მოდურ“ ძაღლად იქცა მონადირეებისათვის. მსოფლიო ომებმა ეს ჯიში გადაშენების პირას მიიყვანეს, მაგრამ ცოტა ხნის წინ მოხერხდა როგორც მისი რაოდენობის, ასევე, გამორჩეული უნივერსალური მონადირე ძაღლის თვისებების აღდგენა.