ბუნკერი (გერმ. Der Untergang) — გერმანელი რეჟისორი ოლივერ ჰირშბიგელის ფილმი მესამე რაიხის და მისი ფიურერის — ადოლფ ჰიტლერის ბოლო დღეებზე. ფილმი დაფუძნებულია ჰიტლერის პირადი მდივნის, ტრაუდლ იუნგეს მოგონებებზე და ისტორიკოსი იოახიმ ფესტის წიგნზე „Der Untergang“. ფილმის გადაღება ხდებოდა ბერლინში, მიუნხენში და სანქტ-პეტერბურგში, რადგანაც უკანასკნელში იყო რამდენიმე ნახევრად დანგრეული შენობა, რომლებიც ძალიან ჰყავდა 1940-იანების ბერლინს. ფილმმა ასევე მოიპოვა ოსკარი უცხოურ ენაზე საუკეთესო ფილმის ნომინაციაში.

„ბუნკერი“
ჟანრი დრამა, ისტორიული ფილმი, სამხედრო ფილმი
როლებში ბრუნო განცი, ალექსანდრა მარია ლარა, იულიანა კიოლერი
ხანგრძლივობა 150 წუთი (2 საათი და 30 წუთი)
ქვეყანა გერმანიის დროშა გერმანია
იტალიის დროშა იტალია
ავსტრიის დროშა ავსტრია
ბიუჯეტი 13.5 მილიონი
ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

მოქმედება ვითარდება ფიურერბუნკერში ევროპაში მეორე მსოფლიო ომის ბოლო დღეებში, სადაც თავის ბოლო დღეებს ატარებს ნაცისტური გერმანიის კანცლერი ადოლფ ჰიტლერი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება