ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ბულგოგი (კორეულად: 불고기; სიტყვასიტყვით ,,ცეცხლოვანი ხორცი") კორეული წარმოშობის კერძია, რომელიც დამზადებულია შემწვარი ღორის ან ძროხის ხორცისგან. ხორცს ხშირად წვავენ როგორც მაყალზე ასევე ღუმელშიც. სახლში მომზადებისას იყენებენ ტაფაზე მომზადებულ ხორცს. მომზადებისთვის უმეტეს შემთხვევებში გამოიყენება საქონლის უძვლო ხორცი. კერძი წარმოიშვა კორეის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ რაიონებში, მაგრამ დღესდღეობით ძალიან პოპულარული კერძია სამხრეთ კორეაში. სამხრეთ კორეაში კერძს შევხვდებით ყველგან, დაწყებული მაღალი კლასის რესტორნებიდან ადგილობრივი მზა პროდუქტების სუპერმარკეტებით დამთავრებული. [1]

ბულგოგი

ეტიმოლოგია

რედაქტირება

სახელწოდება ბულგოგი კორეული სიტყვისგან ბულ-გოგი (불고기) წარმოიშვა. ის ორი ნაწილისგან შედგება. ბულ ცეცხლს ნიშნავს, ხოლო გოგი ხორცს. ეს სიტყვა კორეულის ჩრდილოეთურ დიალექტიდან (იგივე ფხენიანის დიალექტიდან) მომდინარეობს. ამის გათვალისწინებით კერძი ჩრდილოეთ კოერული, ფხენიანურია.[2] 1945 წელს კორეის ნახევარკუნძულის იაპონიის იძულებითი ოკუპაციისგან განთავისუფლების შემდეგ კერძი გავრცელდა სამხრეთ კორეაშიც და პოპულარული გახდა სეულში. ტერმინი 1947 წელს კორეულ ლექსიკონში შევიდა, როგორც ცეცხლზე შემწვარი. [3]

 
ტუკბაეგი ბულგოგი

კორეული ენის ეროვნული ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ სტანდარტულ კორეულ ენათა ლექსიკონში ეს სიტყვა მიჩნეულია როგორც ხორცი, რომელიც წვრილად დაჭრილია, მარინირდება და ცეცხლზე იწვება. ეს სიტყვა ასევე შედის ინგლისურენოვან ლექსიკონებში, როგორიცაა Merriam-Webster Dictionary და Oxford Dictionary of English. ეს სიტყვა ინგლისურ ლექსიკონში 1961 წელს გამოჩნდა.[4]

ითვლება, რომ ბულგოგი კოგურიოს პერიოდში (ძვ. წ. 37 - ახ.წ. 668 წ.) ჩამოყალიბდა. მას თავდაპირველად ეწოდებოდა მაეკჯეოჯ (맥적, 貊 炙), რომელიც შამფურზე შემწვარ საქონლის ხორცს მოიცავდა. მოგვიანებით, ჩოსონის დინასტიის დროს ეწოდებოდა ნეობიანი (너비아니), რაც "წვრილად გავრცელებულ" ხორცს ნიშნავს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ბულგოგს მწვადზე არ წვავენ, მას მაინც ბულგოგი სანჯეოკს (불고기 산적) უწოდებენ. 210

მომზადება

რედაქტირება
 
ღორის ხორცის ბულგოგი

ბულგოგი ძროხის ხორცის უძვლო ნაწილებისგან შედგება, რომლებიც წვრილადაა დაჭრილი.[5] საქონლის ხორცის გარდა, ქათმის და ღორის ბულგოგები ასევე ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახეობაა კერძის მოსამზადებლად. ღორის მუცლის ნაწილი, ან სამიეოფსალ, როგორც მას კორეელები ეძახიან, ღორის ბულგოგისთვის ძალიან პოპულარული ნაწილია. ეს არის ნაზი და ცხიმიანი ნაწილი, რომელსაც შეუძლია კერძს უკეთესი გემო მისცეს. მომზადებამდე ხორცი მარინირდება, რათა გააუმჯობესოს თავისი გემო და შეიძინოს სინაზე სოიოს სოუსის, შაქრის, სეზამის ზეთის, ნივრის, დაფქული შავი პილპილისა და სხვა ინგრედიენტების დახმარებით. უმეტეს შემთხვევაში, ბულგოგის მომზადებისას, ეს ჩვეულებრივი ინგრედიენტებია. ამასთან, ხორცის მარინირებისთვის გამოყენებული ინგრედიენტები შეიძლება განსხვავდებოდეს, როგორც შეფ მზარეულებს შორის, ასევე ოჯახებს შორისაც, რაც ადამიანის სურვილებსა და ტრადიციებზეა დამოკიდებული. კერძში ხშირად გამოიყენება ანანასი, კივი და ხახვი. შაქარი ან სხვა სახის დამატკბობლები, როგორიცაა კოკა-კოლა, ზოგჯერ შეიძლება გამოიყენონ კერძისთვის სიტკობს შესაძენად. დამარინადების ხანგრძლივობას განსხვავებულია. ზოგადად, ბულგოგის ხორცი ერთ საათზე ნაკლები რჩება მარინადში, ზოგი კი არომატის გასაძლიერებლად მთელი ღამითაც კი ტოვებს. ზოგჯერ კერძს გრძელ მაკარონებს უმატებენ, ახალი სტილის კერძის მისაღებად.

  1. Kim, Violet (2015-08-13). "Food map: Eat your way around South Korea". CNN. Retrieved 2017-02-27.
  2. 이, 기문 (Winter 2006). "'bulgogi' iyagi" ‘불고기’ 이야기 (PDF). The New Korean Language Life. 16 (4): 77–83.
  3. Korean Language Society (1947). Joseon mal keun sajeon დაარქივებული 2017-08-21 საიტზე Wayback Machine. 조선말큰사전 დაარქივებული 2017-08-21 საიტზე Wayback Machine. [Dictionary of the Korean Language] (in Korean). Seoul, Korea: Eulyoo Publishing. p. 1449. 불-고기【이】숯불에 얹어서 직접 구워 가면서 먹는 짐승의 고기.
  4. "bulgogi". Merriam-Webster Dictionary. Encyclopædia Britannica. Retrieved 4 May 2017.
  5. Bulgogi Archived 2012-03-08 at the Wayback Machine, Korean Spirit and Culture Project
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბულგოგი“-დან