ბუკიტ-ტიმაჰის ნაკრძალი

ბუკიტ ტიმაჰის ნაკრძალი — სინგაპურის ცენტრში, ბუკიტ ტიმაჰის ბორცვის ფერდობებსა და მიმდებარე ტერიტორიებზე 1.64 კვადრატულ კილომეტრზე განლაგებული ნაკრძალი. ნაკრძალი დაახლოებით 12 კილომეტრითაა დაშორებული სინგაპურის ბიზნეს ცენტრიდან.

ბუკიტ ტიმაჰის მწვერვალისაკენ მიმავალი კიბე

მიუხედავად ნაკრძალის მცირე ზომისა, ის ბუნების ერთ-ერთ ყველაზე ნაყოფიერ ნაწილად მიიჩნევა. მეზობლად მდებარე ცენტრალურ წყალშემკრებ აუზთან ერთად ნაკრძალებში 840-ზე მეტი სახეობის ყვავილოვანი მცენარე და ფაუნის 500-ზე მეტი სახეობის წარმომადგენელი ბინადრობს.[1] დღესდღეობით პარკი სინგაპურის პირველადი ტყეების ერთ-ერთი უდიდესი წყაროა. 2011 წლის 18 ოქტომბერს ნაკრძალი სამხრეთ-აღმოსავლეთაზიის ასოციაციის ქვეყნების პარკების მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანეს.[2][3]

ეტიმოლოგია

რედაქტირება
 
ნაკრძალში მდებარე ლოდი, რომელიც ბუკიტ ტიმაჰის მწვერვალისაკენ მიუთითებს

სახელი Bukit Timah წარმოდგება იმავე სახელწოდების მქონე ბორცვიდან, რომელიც სინგაპურის უმაღლეს გეოგრაფიულ წერტილ წარმოოადგენს. მალაიურ ენაზე Bukit ბორვს ნინავს, ხოლო Timah- კალას. მრავალი წლის განმავლობაში ბორცვზე გრანიტის საბადოები მდებარეობდა, მაგრამ 1900-იანი წლებიდან ყველა ოპერაცია გაუქმდა, წიაღისეულის მოპოვება შეწყდა და ბორცვის მიმდებარე ტერიტორიები მხოლოდ რეკრეაციული და ფილმის გადასაღები მიზნებით გამოიყენება.

1882 წელს ნათანიელ ქენთლის, სინგაპურის ბოტანიკური ბაღების განმკარგულებელს, სრუტეთა დასახლებების მთავრობამ დასახლებების ტყეების შესახებ მოხსენების წარდგენა დაავალა. მომდევნო წლების მანძილზე ქენთლის რეკომენდაციით რამდენიმე დაცული ტერიიტორია შეიქმნა. 1883 წელს დაარსებული ბუკიტ ტიაჰის ტყის ნაკრძალი მათ შორის ერთ-ერთი პირველი იყო.

ბუკიტ ტიმაჰის ნაკრძალის გარდა, დანარჩენი დაცული ტერიტორიები ხის მორების დასაზადებლად გამოიყენებოდა.[4] 1937 წლისთვის ეკონომიკური ზეწოლის გამო ტყეების უდიდესი ნაწილი განადგურდა. სინგაპურის ბოტანიკური ბაღების მენეჯმენტის წყალობით მხოლოდ სამ ადგილას, მათ შორის ბუკიტ ტიმაჰის ნაკრძალში შეინარჩუნეს ფლორა და ფაუნა.

1951 წელს ნაკრძალთა შესახებ დადგენილებით ნაკრძალის სამომავლო დაცვა უზრუნვეყვეს და ნაკრძალთა დასაცავად ნაკრძალების საბჭო შეიქმნა. დღეისთვის ნაკრძალები სინგაპურის მთავრობის მიერ მიღებული ბუნებრივი პარკების ბრძანების ქვეშაა, რომელსაც ეროვნული პარკების საბჭო აკონტროლებს და ადგილობრივი ფლორისა და ფაუნის დაცვას, შენარჩუნებასა და გამრავლებას უწყოობს ხელს.

რეკრეაცია

რედაქტირება
 
კარიერის ხედი ბუკიტ ტიმაჰის ნაკრძალიდან

ბუკიტ ტიმაჰის ნაკრძალში უმთავრეს აქტივობებს გასეირნება, სირბილი და ლაშქრობა წარმოადგენს. ადამიანთა მცირე ჯგუფი კლდეებზე ცოცვასა და თოკებით დაშვებას ამჯობინებს. ნაკრძალის შიგნით სამთო საველოსიპედო ბილიკები სპეციალურადაა გამოყოფილი. 6.5 კილომეტრის სიგრძის სამთო ბილიკის მარყუჟი ბუკიტ ტიმაჰის ბორცვს ირგვლივ ეკვრის და ჰინჰაინდის პარკსა და რძის ფერმის გზას შორისაა გადაჭიმული. ბილიკი ტროპიკულ ქვიან რელიეფსადა მცირე მონაკვეთებში რთულ კლდეებს მოიცავს.

ნაკრძალი პოპულარულია იმ ათლეტებს შორის, რომლებიც სამთო-ცოცვაში სავარჯიშოდ იყენებენ მას. 0.7 კმ სიგრძის ლურჯი ბილიკი მარტივი ბილიკია.[5][6] 1.2 კმ სიგრძის წითელი ბილიკის მარტივი სირთულისაა,/ 1.9 კმ სიგრძის მწვანე ბილიკი - საშუალოს სირთულისაა,[5][6] ხოლო 1.8 კმ სიგრძის ყვითელი ბილიკი რთულ მარშრუტს წარმოადგენს.[5][6] წითელი, მწვანე და ყვითელი ბილიკები ბუკიტ ტიმაჰის მწვერვალზე მდეარე ქოხთან მთავრდება.[6]

ბიომრავალფეროვნება

რედაქტირება

ბუკიტ ტიმაჰის ნაკრძალი მცენარეებისა და ცხოველების მრავალფეროვნებით ნატურალისტებსაც იზიდავს. გავრცელბულ მცენარეთა შორის აღსანიშნავია როტანი, ფიკუსი და მაკარანგა. ვიზიტორთა ცენტრის მახლობლად 2 Gnetum Gemon ხარობს.[7] გვიმრებს შორის აღსანიშნავია პლატიცერიუმისებრნი და ფრინველთა ბუდობის გვიმრა.[7] ნაკრძალის ტერიტორიაზე ლიქენები და აბედა სოკოებიც ხარობს.[7]

ნაკრძალის ტერიტორიაზე უამრავი სახეობის მრავალფეხიანი, ფუტკარი, ფრინველი, მწერი და ობობა ბინადრობს. მწერებიდან გამორჩეულია Camponotus gigas (ტყის დიდი ჭიანჭველა), ხოლო ობობებიდან - წმინდა ანდრიას ობობა.[7][8]

ფრინველთა დაცვის საერთაშორისო საბჭოს (BirdLife International) დადგენილებით, ნაკრძალი ცენტრალური წყალშემკრები აუზის ნაკრძალთან ერთად ფრინველთა მნიშვნელოვან სივრცედ გამოცხადდა, რადგანაც აქ დაუცველი ფრინველების პოპულაციები ბინადრობენ.[8]

Presbytis femoralis-ის სახეობის მაიმუნი ბუკიტ ტიმაჰის ნაკრძალის ტერიტორიაზეც შენიშნეს მაგრამ უკანასკნელი მათგანი 1987 წელს გარდაიცვალა და პრიმატტთა ამ სახეობის წარმომადგენლები სინგაპურში ამჟამად მხოლოდ ცენტრალური წყალშემკრები აუზის ნაკრძალის ტერიტორიაზე ბინადრობენ.[9]

2011 წელს ეროვნული პარკების საბჭომ სახმელეთო ტრანსპორტის ხელისუფლებასთან ერთად ეკოლოგიური დერეფნის, Eco-Link, აგების გეგმა წარადგინა, რომელიც ბუკიტ ტიმაჰის ესტაკადით ბუკიტ ტიმაჰის ნაკრძალისა და მახლობლად მდებარე ცენტრალური წყალშემკრები აუზის ნაკრძალს დააკავსირებდა ერთმანეთთან.[10] გზატკეცილის მშენებლობა 2013 წელს დასრულდა.[11] ხიდს ქვიშის საათის ფორმა აქვს, რაც ორივე ნაკრძალის ცხოველებს ნაკრძალებს შორის გადაადგილების შესაძლებლობას აძლევს.[10] ხიდის გასწვრივ სინგაპურისთვის დამახასიათებელი ხეები და ბუჩქებია დარგული, რომელიც ცხოველებს საკვებით უზრუნველყოფს.[11][12] რამდენიმე წლის განმავლობაში ხიდის ეფექტურობის შემოწმების შემდეგ ეროვნული პარკების საბჭო ხიდის ტურისტულ მრშრუტში შეტანასა და საზოგადოებისთვის გახსნა გეგმავს.[10][13]

განახლება

რედაქტირება

საზოგადოებრივი უსაფრთხოებისათვის ბუკიტ ტიმაჰის ნაკრძალში შესვლა 2014 წლის 15 სექტემბრიდან შეიზღუდა, რადგანაც ეროვნული პარკების საბჭომ პარკის ფერდობების, ბილიკებისა და ტყეების განახლებისა და რესტავრაციის სამუშაოები დაიწყო. ეროვნული პარკების საბჭომ 20 წლის ვიზიტორთა ცენტრიც გააუმჯობესა.

ნაკრძალის გაუმჯობესება 2015 წლის 22 ოქტომბერს დასრულდა. ვიზიტორთა ცენტრი ნაკრძალის შესახებ მდიდარ ინფორმაციას აწვდის მომხმარებლებს და ბავშვებისთვის ინტერაქტიულ გამოფენებსა და ტურებს აწყობს.[14]

ინტერნეტ რესურსები

რედაქტირება
  1. Bukit Timah Nature Reserve (visitors' guide). National Parks Board. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 სექტემბერი 2014. ციტირების თარიღი: 19 October 2011.
  2. „Bukit Timah Nature Reserve declared ASEAN Heritage Park“. Channel NewsAsia. 19 October 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 დეკემბერი 2011. ციტირების თარიღი: 30 ნოემბერი 2018.
  3. „President endorses ASEAN Heritage Park“. AsiaOne. 19 October 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 ოქტომბერი 2011. ციტირების თარიღი: 30 ნოემბერი 2018.
  4. Bukit Timah Nature Reserve (article). National Parks. ციტირების თარიღი: 23 November 2016.
  5. 5.0 5.1 5.2 Bukit Timah Nature Reserve. Singapore National Parks Board. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 ოქტომბერი 2013. ციტირების თარიღი: 19 October 2013.
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 Bukhit Timah Nature Reserve Map. Singapore National Parks Board. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 ოქტომბერი 2013. ციტირების თარიღი: 19 October 2013.
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 A Guide to Bukit Timah Nature Resreve Trail. Singapore National Parks Board. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 October 2013. ციტირების თარიღი: 19 October 2013.
  8. 8.0 8.1 Central Forest. Important Bird Areas factsheet. BirdLife International (2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 July 2007. ციტირების თარიღი: 18 March 2014.
  9. Hope remains for last monkeys. Singapore Press Holdings (8 April 2002). დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 ოქტომბერი 2013. ციტირების თარიღი: 23 October 2013.
  10. 10.0 10.1 10.2 Construction Starts for Southeast Asia's First Ecological Corridor. Eco-Link@BKE to Link Two Nature Reserves Across the Expressway. Singapore National Parks Board (30 July 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 October 2013. ციტირების თარიღი: 19 October 2011.
  11. 11.0 11.1 Poh, I.. (5 October 2013) Start of 'greening' phase of first-of-its-kind $16 million eco-bridge. The Straits Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-12-11. ციტირების თარიღი: 2014-11-25.
  12. Southeast Asia's First Biological Corridor across the BKE. Land Transport Authority (15 August 2003). დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 ოქტომბერი 2013. ციტირების თარიღი: 23 October 2013.
  13. Eco-Link@BKE: Safe passage for creatures over busy highway. The Straits Times. ციტირების თარიღი: 14 December 2015.
  14. C, Caleen. Up the Hill and Down the Caves at Bukit Timah Nature Reserve. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 დეკემბერი 2016. ციტირების თარიღი: 15 December 2016.