თუბა ბუიუქუსთუნი

თურქი მსახიობი
(გადამისამართდა გვერდიდან ბუიუქუსთუნი, თუბა)

ჰათიჯე თუბა ბუიუქუსთუნი (თურქ. Hatice Tuba Büyüküstün; დ. 5 ივლისი, 1982) — თურქი მსახიობი.

თუბა ბუიუქუსთუნი

თუბა ბუიუქუსთუნი
დაბადების სახელი ჰათიჯე თუბა ბუიუქუსთუნი
დაბადების თარიღი 5 ივლისი, 1982 (1982-07-05) (42 წლის)
სტამბოლი, თურქეთი
საქმიანობა მსახიობი
მოდელი
აქტიური 2003–დღემდე
სიმაღლე 173 სმ
მეუღლე(ები) ონურ საილაქი
შვილ(ებ)ი მაია, ტოპრაკი
საიტი ოფიციალური საიტი

ადრეული ცხოვრება და განათლება

რედაქტირება

თუბა ბუიუქუსთუნი დაიბადა 1982 წლის 5 ივლისს, სტამბოლში. მან დაამთავრა „დოგუსის“ სკოლა, ხოლო შემდგომ კი ჩააბარა „Mimar Sinan Fine Arts-ის“ უნივერსიტეტში, სადაც სწავლობდა კოსტუმებისა და სცენის დიზაინს. უნივერსიტეტში სწავლისას მან დაიწყო მონაწილეობის მიღება სარეკლამო რგოლებში ცნობილი ბრენდებისთვის როგორებიცაა: Kremini, Molped, Colin's, Pantene. ხოლო შემდგომ კი მეგობრის რჩევით სამსახიობო სფეროში აქტიურად ჩაბმა გადაწყვიტა. გაიცნო მსახიობი თომრის გირითლიოღლუ, რომელმაც თუბას სამსახიობო სფეროში აქტიური მოღვაწეობისკენ უბიძგა.

თუბას დებიუტი სატელევიზიო შოუში შედგა 2003 წელს „სულთან მაქამი-ს“ ბოლო ოთხ ეპიზოდში მონაწილეობით. მისმა სილამაზემ და დამაჯერებელმა თამაშმა პროდიუსერებისა და რეჟისორების ყურადღება მიიქცია და მის ცხოვრებაში ახალი ეპიზოდი დაიწყო. სთავაზობდნენ სხვადასხვა საპნის ოპერებში მონაწილეობას, ხოლო თურქი საზოგადოება თანდათან იხიბლებოდა მისით.

2004 წელს მან მონაწილეობა მიიღო სერიალში „ნაქარგები ვარდიდან“, სადაც განასახიერა გულიზარი. მისი პერფორმანსი იმდენად სწორედ იყო განსახიერებული, რომ მან სერბიასა და მონტენეგროს საერთაშორისო სატელევიზიო ფესტივალზე საუკეთესო მსახიობის წოდება მიიღო. სერიალმა „ცაცხვების ქვეშ“ თუბას ნამდვილი წარმატება მოუტანა. აქედან დაიწყო თუბას კარიერული წინსვლა, რასაც მოჰყვა 2006 წელს საკმაოდ ცნობილი ფილმი „გამოცდა“, სადაც მან ჟან-კლოდ ვან დამს გაუწია პარტნიორობა.

2007 წელს, მისი მონაწილეობით გამოვიდა სერიალი „ასი“, სადაც მან პარტნიორობა მურათ ილდირიმს გაუწია. მათი ერთობლივი პროექტი საოცრად პოპულარული გახდა და ის არაერთმა უცხო ქვეყანამ შეისყიდა. გარდა ამისა, სერიალი წარდგენილი იყო 51-ე მონტე კარლოს სატელევიზიო ფესტივალზე, როგორც საუკეთესო საპნის ოპერა. 2012 წლის მიწურულს, თუბას მონაწილეობით გამოვიდა კვლავ წარმატებული პროექტი „20 წუთი“. სერიალში განსახიერებული პერსონაჟისთვის თუბა წარდგენილი იყო 42-ე ემის საერთაშორისო ჯილდოზე საუკეთესო მსახიობის ნომინაციაში. 2014 წლიდან კი ცნობილ მსახიობ ენგინ აქიურექს უწევს პარტნიორობას სერიალში „შავი ფული და სიყვარული“. დღესდღეობით თუბა არის ერთ-ერთი მოთხოვნადი მსახიობი თურქეთში, რომელსაც ქვეყნის საზღვრებს გარეთაც იცნობენ.

2014 წელს, თუბა დაინიშნა თურქული „UNICEF“-ის კეთილი ნების ელჩად. ხშირად სტუმრობს ლტოლვილთა ბანაკებს და სწორედ ამიტომ მას „თურქი ანჯელინა“ შეარქვეს, არა ფიზიკური მსგავსების გამო, არამედ ქველმოქმედების კუთხით. ის ერთ-ერთი აქტიური თურქი ქველმოქმედი ცნობადი სახე.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

2011 წლის 28 ივლისს, მან ცნობილ თურქ მსახიობზე ონურ საილაქზე იქორწინა. მათი ქორწინების ცერემონიალი პარიზში შედგა. 2012 წელს, წყვილი ორი ტყუპი გოგონას მაია და ტოპრაკის მშობლები გახდნენ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება