ბუზმიჰრ პიტიახში
ბუზმიჰრ პიტიახში, ქართლის (იბერიის) სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე III საუკუნეში. მოხსენიებულია არამეულ (არმაზულ) წარწერაში, რომელიც სოფელ ბორში ნაპოვნ ვერცხლის თასზეა ამოკაწრული. წარწერა იკითხება: „ბუზმიჰრ, კეთილი პიტიახში, სული მარადი“. ფიქრობენ, რომ ბუზმიჰრ პიტიახში იბერიის მეფის მონაპირე პიტიახში (ერისთავი) იყო ლიხთ-იმერეთში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბოგვერაძე ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 555.