ბუერა
ბუერა (Petasites) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეების გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა.
ცნობილია 5-6 სახეობა, რომელიც გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელში. იზრდება მდინარეებისა და ტბების ქვიშიან ნაპირებზე. აქვს მხოხავი ფესურები და ფესვთანური ფოთლები (ღეროსეული ფოთლები რედუცირებულია). ნორჩი ფოთლის ქვედა მხარე მოფენილია მოთეთრო ბეწვებით.
ჩვენში იზრდება 4 სახეობა, რომელთაგან ერთი საქართველოს ენდემია (Petasites fomini) და ერთიც კავკასიისა (Petasites georgicus).
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 554.