ბუენგ-ბორაფეთი (ტაი. บึงบอระเพ็ด) — დაჭაობებული ტბა ცენტრალურ ტაილანდში. ტბა ნაქჰონ სავანის პროვინციის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე ნანის სამხრეთით მდებარეობს. მისი ფართობი 224 კმ²-ია. ჭაობის დანახვა შესაძლებელია ჩრდილოეთ სარკინიგზო ხაზზე, ბუენგ-ბორაფეთი-თაფ-კრითის სადგურებს შორის მატარებლით მგზავრობისას.

ბუენგ-ბორაფეთი
კოორდინატები: 15°41′ ჩ. გ. 100°15′ ა. გ. / 15.683° ჩ. გ. 100.250° ა. გ. / 15.683; 100.250
მდებარეობა ტაილანდის დროშა ტაილანდი
სიმაღლე ზღვის დონიდან 25 
ფართობი 224 კმ²
ბუენგ-ბორაფეთი — ტაილანდი
ბუენგ-ბორაფეთი

ადრე ჭაობის ტერიტორიაზე იზამთებდა იშვიათი სახეობის თეთრთვალა მდინარის მერცხალი (Pseudochelidon sirintarae), რომელიც 1980 წლის შემდეგ აღარ შეუნიშნავთ.[1] აქვე ბინადრობდა სიამური ვეფხვთევზა (Datnioides pulcher), რომელიც დღეს მთლიანად გადაშენებულია როგორც მოხმარების, ისე თევზის მრეწველობის მიზნით უკონტროლო ჭერის გამო.[2]

2019 წლის დეკემბრის დასაწყისში პირველად ტაილანდში, ბუენგ-ბორაფეთის ჭაობის ტერიტორიაზე Helopsaltes pryeri.[3]

1975 წელს ტბის 106 კმ² არასამონადირეო სივრცედ აღიარეს. 2000 წელს ტაილანდის მთავრობის გადაწყვეტილებით მას საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის სტატუსი მიენიჭა.[4]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება