მიხეილ ბუდიკო

საბჭოთა გეოფიზიკოსი და გეოგრაფი
(გადამისამართდა გვერდიდან ბუდიკო, მიხეილ)

მიხეილ ბუდიკო (რუს. Михаил Иванович Будыко; დ. 20 იანვარი 1920, გომელი — გ. 10 დეკემბერი 2001, სანქტ-პეტერბურგი) — რუსი გეოფიზიკოსი და კლიმატოლოგი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1964), რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1992). XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი კლიმატოლოგი.[4] რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების საპატიო წევრი, ამერიკის მეტეოროლოგიური საზოგადოების საპატიო წევრი. სკკპ წევრი 1956 წლიდან.

მიხეილ ბუდიკო
დაბ. თარიღი 20 იანვარი, 1920(1920-01-20)[1]
დაბ. ადგილი გომელი[1]
გარდ. თარიღი 10 დეკემბერი, 2001(2001-12-10)[2] (81 წლის)
გარდ. ადგილი სანქტ-პეტერბურგი[2]
დასაფლავებულია სერაფიმოვოს სასაფლაო
მოქალაქეობა  სსრკ
 რუსეთი
საქმიანობა გეოფიზიკოსი[2] , კლიმატოლოგი და გეოგრაფი
მუშაობის ადგილი რუსეთის სახელმწიფო ჰიდროლოგიური ინსტიტუტი და ვოეიკოვის სახელობის მთავარი გეოფიზიკური ობსერვატორია
ალმა-მატერი სანქტ-პეტერბურგის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი
განთქმული მოსწავლეები Sergey Zimov[3]
სამეცნიერო ხარისხი ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები ლურჯი პლანეტის პრემია და ლენინური პრემია

ლენინგრადის პოლიტექნიკური ინსტიტუტის დამთავრების (1942) შემდეგ მუშაობდა ალექსანდრე ვოეიკოვის სახელობის მთავარ გეოფიზიკურ ობსერვატორიაში (1954–1972 დირექტორი). მისი ძირითადი შრომები შეეხება ფიზიკურ კლიმატოლოგიას, ბიოკლიმატოლოგიასა და ეკოლოგიას. აკადემიკოს ანდრია გრიგორიევთან (1956) ერთად ჩამოაყალიბა გეოგრაფიული ზონალობის პერიოდულობის კანონი. გამოავლინა კლიმატის ცვლილების თანამედროვე ტენდენცია სსრკ-ისა და მთელი ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ტერიტორიაზე. დიდი წვლილი შეიტანა დედამიწის სითბური ბალანსის შესწავლის საქმეში. 1998 წელს ქალაქ ტოკიოში მიენიჭა საპატიო პრემია „ლურჯი პლანეტა“.