ბუღრა გიულსოი

(გადამისამართდა გვერდიდან ბუგრა გიულსოი)

ბეჰიჩ ბუღრა გიულსოი (თურქ. Behiç Buğra Gülsoy; დ. 22 თებერვალი 1982, ანკარა, თურქეთი) — თურქი მსახიობი, არქიტექტორი, გრაფიკული დიზაინერი, რეჟისორი და ფოტოგრაფი.[3]

ბუღრა გიულსოი
დაბადების სახელი ბეჰიჩ ბუღრა გიულსოი
Behiç Buğra Gülsoy
დაბადების თარიღი 22 თებერვალი, 1982 (1982-02-22) (42 წლის)
ანკარა
თურქეთის დროშა თურქეთი
რეზიდენცია სტამბოლი
ეროვნება თურქი
მოქალაქეობა თურქეთის დროშა თურქეთი
განათლება აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის უნივერსიტეტი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 2002-დან დღემდე
სიმაღლე 1,75[1]
წონა 71[2]
მეუღლე(ები) ბურჯუ ქარა (2011 - 2012)
პარტნიორ(ებ)ი ნილუფერ გურბუზი ("Nilüfer Gürbüz")
საიტი ბუგრა გიულსოის ოფიციალური ვებ-გვერდი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1982 წლის 22 თებერვალს თურქეთის დედაქალაქ ანკარაში, სადაც დაამთავრა საშუალო განათლება. ხოლო უმაღლესი განათლება მიიღო არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩრდილოეთ კვიპროსის აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის უნივერსიტეტში[4].

ბუღრამ თავისი პირველი როლი 13 წლის ასაკში შეასრულა. ხოლო ცნობილი გახდა ნაზიმის (Nazım) როლით სერიალში „ყველა ერთისთვის“ („Hepimiz Birimiz İçin“), რომელიც თურქულ „კანალ დ“-ზე (Kanal D) 2008 წელს გადიოდა[5].

2011 წელს დაქორწინდა მსახიობ ბურჯუ ქარაზე, ხოლო 2012 წლის 2 აგვისტოს ისინი განქორწინდნენ[6].

ფილმოგრაფია

რედაქტირება

სერიალები

რედაქტირება
წელი დასახელება როლი შენიშვნა
2008 "ყველა ერთისთვის" ("Hepimiz Birimiz İçin") ნაზიმი
2009-2011 "დაუვიწყარი" ("Unutulmaz") თოლგა
2010-2011 "უდანაშაულო" ("Fatmagül'ün Suçu Ne?") ვურალ ნამლი
2012 "ქუზეი და გუნეი" ("Kuzey Güney") გუნეი თექინოღლუ
2013 "ძველი ამბავი" ("Eski Hikaye") მეთე
2014 "მე ვარ ჰიჯრანი" ("Bana Artik Hicran De") სინანი
2015 "თავიდან სიყვარული" ("Ask Yeniden") ფათიჰი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. [1] Bugra Gulsoy Height Eye Color Hair Color Ethnicity Nationality
  2. [2] Buğra Gülsoy – Kaç Kilo, Boyu Kaç, Nereli, Kaç Yaşında, Sevgilisi Kimdir ?
  3. [3] დაარქივებული 2015-02-25 საიტზე Wayback Machine. Tiyatro sahnesine ilk defa 13 yaşında Özel Arı Koleji’nde eğitimini sürdürürken çıkan Buğra Gülsoy, ilk, orta ve lise öğrenimini Ankara’da tamamladı.
  4. [4] Buğra Gülsoy kimdir?
  5. [5] დაარქივებული 2016-02-20 საიტზე Wayback Machine. Buğra Gülsoy (Fatih Şekercizade) Biyografisi / Kimdir?
  6. [6] დაარქივებული 2016-01-24 საიტზე Wayback Machine. Burcu Kara ve Buğra Gülsoy Boşandı!