უილიამ ბუგერო

(გადამისამართდა გვერდიდან ბუგერო, უილიამ)

უილიამ ბუგერო (ფრანგ. William Bouguereau, 30 ნოემბერი, 1825, ლა როშელი19 აგვისტო, 1905, ლა როშელი) — ფრანგი მხატვარი, აკადემიზმის წარმომადგენელი.

ავტოპორტრეტი
გაზაფხულის დაბრუნება
დანტე და ვირგილიუსი ჯოჯოხეთში(1850)
ახალგაზრდა მწყემსი ქალი (1885)

ბიოგრაფია

რედაქტირება

ბუგერო ბორდოს ღვინის გამყიდველის შვილი იყო. მშობლები ინგლისელი კათოლიკები იყვნენ. უილიამმა მხატვრობა შეისწავლა ბორდოს ფერწერისა და მხატვრობის მუნიციპალურ სკოლაში. 1846 წელს კი პარიზის ხელოვნების სკოლაში, პიკოს სახელოსნოში შევიდა. მალე მან რომის მეორე პრემია მოიპოვა ნახატისთვის Saint Pierre après sa délivrance de prison vient retrouver les fidèles chez Marie (წმინდა პეტრე ციხიდან გათავისუფლების შემდეგ მარისთან ხვდება მორწმუნეებს), 1848. 1850 წელს კი რომის მეორე პრემია მიიღო.

1866 წელს ნახატებით მოვაჭრე დურან რუელი ინტერესდება ბუგეროთი და მის კარიერაზე იწყებს ზრუნვას. მოვაჭრის წყალობით ბუგერომ ნამუშევართა უმეტესობა გაყიდა და იმდენად დიდ წარმატებას მიაღწია განსაკუთრებით ამერიკელ მყიდველებში, რომ 1878 წელს, პარიზის საერთაშორისო ექსპოზიციისთვის მისი მხოლოდ თორმეტი ნამუშევრის შეგროვება მოხერხდება, რადგან დანარჩენი ნაწილი კერძო კოლექციონერებზე იყო გაყიდული. ამავე დროს ბუგერომ კონტრაქტი დადო გუპილის საგამომცემლო სახლთან თავისი ნამუშევრების რეპროდუქციების კომერციალიზებისათვის.

მოგვიანებით ბუგერო პარიზის ჟულიანის აკადემიის პროფესორი გახდა. პარიზში ყოველწლიურად ეწყობოდა მისი გამოფენები. მხატვარი მუშაობდა ასევე ჟან ფრანსუა ბართოლონის სასტუმროსა და ბორდოს გრან-თეატრის დეკორაციებზე. 1876 წელს იგი ხელოვენბის აკადემნიის წევრად იქნა არჩეული. მომავალი წელი კი ბუგეროსთვის ტრაგიკული აღმოჩნდა, ჯერ მისი ორი შვილი გარდაიცვალა, შემდეგ კი - მეუღლე.

ხანში შესულმა მხატვარმა მეორედ იქორწინა და ცოლად შეირთო ერთ-ერთი თავისი მოსწავლე, მხატვარი ელიზაბეტ ჟან გარდნერ ბუგერო.

უილიამ ბუგერო გარდაიცვალა 1905 წელს, ლა როშელში.

შემოქმედება

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება