ბუბრი
ბუბრი (პოლ. Bóbr, ჩეხ. Bobr) — მდინარე ჩრდილოეთ ჩეხეთსა და სამხრეთ-დასავლეთ პოლონეთში. მდინარე ოდრას მარცხენა შენაკადი. მისი საერთო სიგრძე 272 კმ-ია, აქედან 270 კმ პოლონეთის ტერიტორიაზე მიედინება, 2 კმ კი ჩეხეთის ტერიტორიაზე. პოლონეთის მდინარეებს შორის სიგრძით მეათე ადგილი უკავია. წყალშემკრები აუზის ფართობი კი 5.876 კმ²-ია, აქედან 46 კმ² ჩეხეთის ტერიტორიაზე მოედინება, 5.830 კმ² კი პოლონეთის ტერიტორიაზე.
ბუბრი | |
---|---|
მდინარე ბუბრი | |
ქვეყანა | პოლონეთი, ჩეხეთი |
სიგრძე | 272 კმ |
აუზის ფართობი | 5.876 კმ² |
ბუბრი ვიკისაწყობში |
მდინარეზე მდებარეობს ქალაქები: ლუბავკა; კამიენა-გურა; იელენია-გურა; ვლენი; ლვოვეკ-შლონსკი; ბოლესლავიეცი; შპროტავა; მალომიცე; ჟაგანი; ნოვოგრუდ-ბოჟანსკი; კროსნო-ოდჟანსკიე.