ბრძოლია თევზი
ბრძოლია თევზი (ლათ. Betta splendens) — ლაბირინთიანი თევზების ქვერიგის სახეობა. 8 სმ-მდე სიგრძის ლამაზი თევზია, განსაკუთრებით ლამაზია მამალი გამრავლების პერიოდში. გავრცელებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მტკნარ წყლებში. მამალი ბრძოლია თევზი მოჩხუბარია, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების მოსახლეობა მათ ორთაბრძოლასაც კი აწყობს ხოლმე. მამალი ბრძოლია თევზი ჰაერის ბუშტუკებისაგან (ქაფისაგან) წყლის ზედაპირზე აკეთებს ბუდეს, სადაც პირით გადააქვს დედლის მიერ ფსკერზე დაყრილი ქვირითი. ბრძოლია თევზი ადვილად მრავლდება აკვარიუმებში (t° — 25-30). გამოყვანილია მისი ფორმები: მარაოკუდა, წითელი, ლურჯი, მწვანე და სხვა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 545.