ბრძამი

მარცვლოვანთა ოჯახი

ბრძამი (Calamagrostis) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე მარცვლოვანთა ოჯახის ქასრას გვარისა. აქვს 60—125 სმ სიმაღლის ღერო და მრავალთავთუხიანი საგველა ყვავილედი.

გავრცელებულია ტყეებში და მდელოებზე. მთის შუა სარტყლიდან ალპურ სარტყლამდე. საქართველოს მთიან რაიონებში თითქმის ყველგან გვხვდება. განსაკუთრებით დამახასიათებელია სუბალპური სარტყლისთვის. ქმნის გარკვეულ ფორმაციას — ბრძამიანებს. ბრძამი კარგად ამაგრებს ღორღიანებსა და ნაშალებს. მაღალმოსავლიანია, თუმცა ცხოველთა საკვებად ხეშეში მიწისზედა ნაწილების გამო ნაკლებყუათიანია.

ლიტერატურა

რედაქტირება