ბრუკ-ან-დერ-მური
ბრუკ-ან-დერ-მური (გერმ. Bruck an der Mur) — ქალაქი ავსტრიაში, შტირიის ფედერალურ მხარეში. მდებარეობს მდინარეების — მურისა და მიურცის შერწყმის ადგილას. ქალაქში იწარმოება რკინა და ქაღალდი. ამავე დროს, წარმოადგენს მნიშვნელოვან სარიკინიგზო გზაჯვარედინს.
დასახლებული პუნქტი | |||
---|---|---|---|
ბრუკ-ან-დერ-მური გერმ. Bruck an der Mur | |||
| |||
ქვეყანა | ავსტრია | ||
კოორდინატები | 47°24′38″ ჩ. გ. 15°16′07″ ა. გ. / 47.41055556° ჩ. გ. 15.26861111° ა. გ. | ||
დაარსდა | XIII საუკუნე | ||
ფართობი | 38.4 კვადრატული კილომეტრი, 85.43 კვადრატული კილომეტრი | ||
ცენტრის სიმაღლე | 468±1 მეტრი, 491±1 მეტრი | ||
მოსახლეობა | 15 837 (1 იანვარი, 2019) | ||
სასაათო სარტყელი | UTC+1 და UTC+2 | ||
სატელეფონო კოდი | 03862 | ||
საფოსტო ინდექსი | 8600 | ||
საავტომობილო კოდი | BM | ||
ოფიციალური საიტი | https://www.bruckmur.at/ | ||
ქალაქი 1263 წელს მეფე ოტაკარ II-მ დააარსა. შუა საუკუნეებში იგი რკინის სამუშაოებზე სპეციალიზებული მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი იყო.
ქალაქის მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობაა XV საუკუნის გოტიკური ეკლესია. 1792 წელს დიდმა ხანძარმა გაანადგურა ლანშკროუნის ციხესიმაგრე. ამ ხანძრის შედეგად მხოლოდ 166 შენობა გადარჩა.