ბრომოს მთა (ინდონ. Gunung Bromo) — მოქმედი ვულკანი ინდონეზიის კუნძულ იავის აღმოსავლეთ ნაწილში, ტენგერის მასივში. მისი სიმაღლე 2 329 მეტრია, თუმცა იგი მასივის ყველაზე მაღალი მწვერვალი არაა. აღნიშნული მასივი აღმოსავლეთ იავის ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი ღირსშესანიშნაობაა ტურისტების მიერ. ვულკანი მიეკუთვნება ბრომო-ტენგერ-სეგერუს ეროვნულ პარკს. სახელი ბრომო მომდინარეობს ინდუიზმის მთავარი ღმერთის — ბრაჰმას იავური წარმოთქმიდან.

ბრომო
ბრომო
ბრომო
კოორდინატები: 7°56′30″ ს. გ. 112°57′00″ ა. გ. / 7.94167° ს. გ. 112.95000° ა. გ. / -7.94167; 112.95000
ქვეყანა ინდონეზიის დროშა ინდონეზია
ტიპი სტრატოვულკანი
ბოლო ამოფრქვევა 28 იანვარი, 2011
ბრომო — ინდონეზია
ბრომო
ბრომო — იავა
ბრომო

ბრომოს მთა ვრცელი ვაკის შუაში მდებარეობს, რომელსაც „ქვიშის ზღვას ეძახიან“. იგი 1919 წლიდან დაცული ბუნების ნაკრძალია. ბრომომდე მისასვლელი ყველაზე ადვილი გზა ახლომდებარე სოფელ სემორო-ლავანგიდან მიემართება. აქედან ვულკანამდე ფეხით მისვლა 45 წუთშია შესაძლებელი, მაგრამ ასევე შესაძლებელია ორგანიზებული ჯიპ-ტურის განხორციელება, რომელიც ასევე მოიცავს პენანჯაკანის მთასაც (2 770 მ). „ქვიშის ზღვისა“ და მიმდებარე ვულკანების ხედი ბრომოდან მზის ჩასვლისას იშლება.

უკანასკნელი ამოფრქვევა 2011 წლის 28 იანვარს მოხდა.

გალერეარედაქტირება

იხილეთ აგრეთვერედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ბრომო&oldid=4083881“-დან