ბროიკელენი
ბროიკელენი (ნიდერლ. Breukelen) — მუნიციპალიტეტი და ქალაქი ნიდერლანდში, უტრეხტის პროვინციაში. იგი მდებარეობს ქალაქ უტრეხტის ჩრდილო-დასავლეთით, მდინარე ვეხტზე. ბროიკელენი ახლოსაა ტბებითა და ბუნებრივი სილამაზით ცნობილ ტერიტორია ლოოსდრეხტსე პლასენთან.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ბროიკელენი ნიდერლ. Breukelen | |||||
| |||||
ქვეყანა | ნიდერლანდები | ||||
კოორდინატები | 52°10′23″ ჩ. გ. 4°59′56″ ა. გ. / 52.17306° ჩ. გ. 4.99889° ა. გ. | ||||
ფართობი | 48.65 კმ² | ||||
მოსახლეობა | 14 736 (2010)[1] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1 | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.breukelen.nl | ||||
ბროიკელენის ისტორია მე-17 საუკუნეში იწყება, როდესაც რამდენიმე ამსტერდამელმა ვაჭარმა სასახლეები აიშენეს დღევანდელი ბროიკელენის მახლობლად მდინარის სანაპიროზე.
ბროიკელენში მდებარეობს ნაინროდის ბიზნესის უნივერსიტეტი. ნიუ-იორკის ბოროს — ბრუკლინს სახელი ქალაქ ბროიკელენის მიხედვით ეწოდა.
ბროიკელენის მუნიციპალიტეტი მოიცავს სოფლებს: ბროიკელენი, კოკენხენი და ნიუერ ტერა.
სურათები
რედაქტირება-
ბროიკელენი, ციხე სიმაგრე/ნაინროდის უნივერსიტეტი
-
ბროიკელენი, ხიდი მდინარე ვეხტზე
-
ბროიკელენი, ქარის წისქვილი