ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ბრიულოვის სკოლა, კ. ბრიულოვის მოწაფეთა და მიმდევრართა ჯგუფი, მხატვრები, რომლებმაც შეითვისეს კ. ბრიულოვის ფერწერული მანერისა და რომანტიკული ძიებათა გარეგნული ნიშნები, ან პირდაპირ ჰბაძავდნენ მას. ბრიულოვის სკოლის ცნობილი წარმომადგენლები არიან: აკადემიური ჟანრის სურათების ავტორი ი. კაპკოვი („პატარძალი“, 1851), სალონური პორტრეტებისა და იტალიის იდეალიზებული ხალხური სცენების შემქმნელი პ. ორლოვი („ოქტომბრის დღესასწაული რომში“, 1851), ა. ტირანოვი (ი. აივაზოვის პორტრეტი, 1841, ყველა ტრეტიაკოვის გალერეა), ხატმწერი ა. მაქსიმოვი. ბრიულოვის სკოლას აკუთვნებენ აგრეთვე ტ. შევჩენკოს.

ლიტერატურა

რედაქტირება