ბრიტანული მოკლებეწვიანი კატა

ბრიტანული მოკლებეწვიანი კატა — ბრიტანული შინაური კატის ჯიშიანი ვერსია მოკლე და მსხვილი სხეულით, ხავერდოვანი ბეწვითა და განიერი სახით. ყველაზე გავრცელებული ვარიანტია „ბრიტანული ლურჯი" - მოლურჯო-მონაცრისფრო ბეწვითა და სპილენძისფერი თვალებით. თუმცა არსებობს ჯიშის სხვა მრავალი ვარიაციაც ფერებისა და მოხატულობის მიხედვით, მათ შორის ჭრელი და კოლორ-პოინტიც.[1][2]

კლასიკური „ბრიტანული ლურჯი" მოკლებეწვიანი კატა 4-5 წლის ასაკში

ბრიტანული მოკლებეწვიანი ერთ-ერთი უძველესი ჯიშია, მათი წინაპრები სავარაუდოდ ეგვიპტური შინაური კატები იყვნენ, რომლებიც პირველი საუკუნის რომაელმა დამპყრობლებმა ბრიტანეთში წაიყვანეს.[3] თანამედროვე გაერთიანებულ სამეფოში ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯიშია.[4]

სქოლიო რედაქტირება

  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-10-20. ციტირების თარიღი: 2014-08-10.
  2. http://www.purina.com.au/owning-a-cat/cat-breeds/british-shorthair
  3. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-30. ციტირების თარიღი: 2014-08-10.
  4. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-22. ციტირების თარიღი: 2014-08-10.