ტიბერიუს კლაუდიუს კეისარ ბრიტანიკუსი (ლათ. Tiberius Claudius Caesar Britannicus; დ. 12 თებერვალი, 41 — გ. 11 თებერვალი, 55) — რომის იმპერატორის, კლავდიუსის ვაჟი მისი მესამე ცოლისგან, მესალინასგან. დაბადებისას ის გახდა იმპერიის ტახტის მემკვიდრე, მამამისის გამეფებიდან ერთ თვეში. თუმცა ის ჯერაც მოზარდი იყო, როდესაც დედამისის გავლენა იმპერატორზე დაკნინდა და კლავდისმა აგრიპინა უმცროსი შეირთო ცოლად. ამან აგრიპინას უფროს ვაჟ ნერონს საზოგადოების თვალში მისი დაკნინების საშუალება მისცა. 14 წლისთავზე ბრიტანიკუსი საიდუმლო ვითარებაში გარდაიცვალა, რამაც ნერონს იმპერატორობისკენ გზა გაუხსნა.

ბრიტანიკუსის დაბადების აღსანიშნავად გამოშვებული სესტენციუსი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება