ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ბრეშის სკოლა, ფერწერის სკოლა იტალიაში. შეიქმნა იტალიაში აღორძინების კრიზისის დროს, XVI საუკუნის II ნახევარში, ბრეშაში და შეინარჩუნა რენესანსის პრინციპების ერთგულება; ამასთან ეძებდა რეალიზმის განვითარების ახალ გზებს და გავლენა მოახდინა XVII საუკუნის იტალიურ რეალისტურ ხელოვნებაზე. ბრეშის სკოლის ოსტატთა (ჯ. სავოლდო, რომანინო, ა. მორეტო, ჯ. ბ. მორონი) შემოქმედებას ახასიათებს ცხოვრების პოეტური აღქმა, რელიგიური სიუჟეტების ხალხური ცხოვრების სცენებად გააზრება, ჟანრული დეტალების ხაზგასმა, პორტრეტებში კი ინტიმურობის, სისადავის, ზუსტი სოციალური ყოფითი დახასიათებისაკენ სწრაფვა.

ლიტერატურა

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბრეშის_სკოლა“-დან