ბრაზილიური ტერიერი
ბრაზილიური ტერიერი (პორტ. terrier brasileiro) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია ბრაზილია-ში XX საუკუნეში.
წარმოშობის ქვეყანა | ბრაზილია | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||
| |||||||||||||
ძაღლი (Canis lupus familiaris) |
ბრაზილიაში ძალიან პოპულარული ტერიერი მიიღეს ჯეკ რასელ ტერიერის და მინიატურული პინჩერის, შესაძლოა მსხვილი ჩიხუახუას, შეჯვარებით. ბრაზილიური ტერიერი მარტოც მუშაობს და სხვა ძაღლებთან ერთადაც და გამოიყენება მღრღნელებისა და უფრო მსხვილ ცხოველებზე სანადიროდ. ბრაზილიური ტერიერი ჯეკ რასელ ტერიერის გამსხვილებული სამხრეთამერიკული ვარიანტია. ეს ძაღლი ერთნაირად კარგად იჭერს ვირთხებს, კვალის მიხედვით აგნებს სხვადასხვა მღრღნელებს და უსწორდება მათ. ცოცხალ, საზრიან და ყოველთვის მხიარულ ბრაზილიურ ტერიერს შეუძლია იხმაუროს კიდეც, თუმცა ღირსეულად ასრულებს მოდარაჯის მოვალეობას.
ამ ძაღლის ბალანი ყოველთვის სამფერიანია (შავი, ჟღალი, თეთრი დასაშვებია, ასევე ცისფერი და ყავისფერი ფერები). ის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ბრაზილიის ქალაქის და სოფლების მცხოვრებლებში. ფსიქოლოგიური და ფიზიკური დატვირთვა ბრაზილიურ ტერიერზე დადებითად მოქმედებს, ხოლო მის ხშირ, მოკლე ბალანს განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება, კარგად ეგუება სიცივეს, სიცხეს და ბავშვებს. აქვს ბრტყელი, სამკუთხა თავის ქალა, ვიწრო, კომპაქტური სხეული.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ბრაზილიური ტერიერი (ინგლისური)