ბოტისის ღვთისმშობლის ეკლესია
ბოტისის ღვთისმშობლის ეკლესია — ეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხში. მდებარეობს სოფლის სამხრეთ-დასავლეთით 7 კილომეტრზე, ნასოფლარ ბოტისის სასაფლაოზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.
ეკლესია დარბაზულია (5,7 X 4,5 მ), ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვით.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 212.