ბოსნია და ჰერცეგოვინის ადმინისტრაციული დაყოფა

ბოსნია და ჰერცეგოვინა — იყოფა სამ პოლიტიკურ-ეთნიკურ ერთეულად: სერბიული რესპუბლიკა, ბოსნია და ჰერცეგოვინის ფედერაცია, საერთაშორისო ზედმხედველობის ქვეშ იმყოფება ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ბრჩკოს ოლქი .

ბოსნია და ჰერცეგოვინის ადმინისტრაციული ერთეულების რუკა.

ბოსნია და ჰერცეგოვინის ფედერაციარედაქტირება

იყოფა 10 კანტონად (ბოსნ. kantoni).

კანტონები აგრეთვე ყოფიან 79 მუნიციპალიტეტად (ბოსნ. općine).

სერბთა რესპუბლიკარედაქტირება

სერბული რესპუბლიკა ბოსნია და ჰერცეგოვინის ფედერაციისაგან განსხვავებით იყოფა 6 რეგიონად (სერბ. регије)[1][2].

  1. პრიედორი (ადრე შედიოდა ბანია-ლუკის რეგიონში)
  2. ბანია-ლუკა, მის შემადგენლობაშია 2 სუბრეგიონი მრკონიჩ-გრადის სუბრეგიონი და გრადიშკის სუბრეგიონი
  3. დობოი
  4. ბიელინა, მის შემადგენლობაშია ზვორნიკის სუბრეგიონი
  5. ისტოჩნო-სარაევო (აღმოსავლეთი სარაევო), მის შემადგენლობაშია ფოჩის სუბრეგიონი
  6. ტრებინე

რეგიონები აგრეთვე იყოფიან 57 თემად (სერბ. општина).

ბრჩკოს ოლქირედაქტირება

ქალაქი ბრჩკო, მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ეს ტერიტორია თვითმართვადი პოლიტიკური ერთეულია. იგი ერთდროულად ეკუთვნის ფედერაციის ორივე სუბიექტს და იმყოფება საერთაშორისო ზედმხედველობის ქვეშ.

სქოლიორედაქტირება