ბოსნა
ბოსნა (ბოსნ. Bosna) — მდინარე ბოსნია და ჰერცეგოვინაში, სავის მარცხენა შენაკადი (დუნაის აუზი). სიგრძე 308 კმ, აუზის ფართობი 10,5 ათ. კმ². სათავეს იღებს ტრესკავიცის მთის მასივის კალთებიდან (დინარის მთიანეთი). მიედინება მთებში, ქვემო წელი შუა დუნაის დაბლობზეა. ძირითადი შენაკადებია: კრივაია, სპრეჩა (მარჯვენა), ლაშვა, უსორა (მარცხენა). უპირატესად იკვებება თოვლისა და წვიმის წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა — ივლის-სექტემბერში. წყლის საშუალო წლიური ხარჯი 142 მ³/წმ-ია. ბოსნაზე მდებარეობს ქალაქები დობოი და ზენიცა.[1]
ბოსნა ბოსნ. Bosna | |
---|---|
ქვეყანა | ბოსნია და ჰერცეგოვინა |
ქალაქები | დობოი და ზენიცა |
მარჯვენა შენაკადები | კრივაია, სპრეჩა |
მარცხენა შენაკადები | ლაშვა, უსორა |
სათავე |
ტრესკავიცა 43°49′07″ ჩ. გ. 18°16′12″ ა. გ. / 43.81861° ჩ. გ. 18.27000° ა. გ. |
სათავის მდებარეობა | დინარის მთიანეთი |
შესართავი |
სავა 45°04′ ჩ. გ. 18°28′01″ ა. გ. / 45.067° ჩ. გ. 18.46694° ა. გ. |
შესართავის მდებარეობა | შუა დუნაის დაბლობი |
სიგრძე | 308 კმ |
აუზის ფართობი | 10,5 კმ² |
მდინარის სისტემა | სავა → დუნაი → შავი ზღვა |
წყლის ხარჯი (საშ.) | 142 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი | |
ბოსნა ვიკისაწყობში |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Босна // Большая российская энциклопедия. т. 4. — М., 2006. — стр. 72.