ბოსმანის წესიევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოქმედი კანონი, რომელიც აძლევს საშუალებას ფეხბუთელებს, რომლებსაც დაუმთავრდათ კონტრაქტი კლუბთან, გადავიდნენ სხვა კლუბში კომპენსაციის გარეშე.

1990-იან წლებამდე მოქმედებდა წესები, რომლის თანახმადაც ნებისმიერ კლუბს შეეძლო დაებლოკა საკუთარი ფეხბურთელის ტრანსფერი, რომელსაც დაუმთავრდა კონტრაქტი. თავისუფალი აგენტის სტატუსი რეალურად არ არსებობდა, რადგან კლუბი ინარჩუნებდა ფეხბურთელზე უფლებებს კონტრაქტის დამთავრების შემდეგ ორი წლის განმავლობაში და შეეძლო მოეთხოვა სხვა კლუბში ტრანსფერის სანაცვლოდ ფულადი კონპენსაცია.

1990 წელს ბელგიურმა „ლიეჟმა“ ჟან–მარკ ბოსმანს შეთავაზა დამთვრებული კონტრაქტის გახანგრძლივება, თუმცა ახალი პირობებით მისი ხელფასი 75%-ით მცირდებობა. ბოსმანს ასევე ჰქონდა შეთავაზება ფრანგული „დიუნკერისგან“. „ლიეჟმა“ მოითხოვა მილიონი დოლარის ოდენობის კონპენსაცია ტრანსფერისთვის, რაც „დიუნკერს“ ხელს არ აძლევდა. [1] მოლაპარაკებები შეწყდა, ბოსმანი კი კლუბის გარეშე დარჩა. ფეხბურთელი გარაჟში ცხოვრობდა, ის ასევე მიატოვა ცოლმა. [2]

ბოსმანმა სარჩელი შეიტანა სასამართლოში. მან უეფა, ბელგიის საფეხბურთო ასოციაცია და „ლიეჟი“ სამუშაო ჯგუფის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვაში დაადანაშაულა. 1995 წელს ბელგიის სასამართლომ მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. სასამართლომ იხელმძღვანელა ევროკავშირის კანონმდებლობის დებულებით, რომელიც კრძალავს კონტრაქტის დამთავების შემდეგ ადამიანისთვის გადაადგილების უფლების შეზღუდვას ან სამაგიეროდ კონპენსაციის მოთხოვნას. აქამდე მთელ მსოფლიოში მოქმედი სატრანსფერო სისტემა არაკანონიერად ცნეს.

ამ ინციდენტმა უეფა-ს და ფიფა-ს ხელი უბიძგა შემოეღოთ თანამედროვე სატრანსფერო ფანჯარა, რათა ბოსმანის მიმართებაში მომხდარი შემთხვევები აღკვეთილიყო. შემდეგში ბოსმანმა წამოაყენა ლეგიონერთა მიმართებაში არსებული წესების ლეგიტიმურობის საკითხიც. უეფა მივიდა დასკვნამდე, რომ ეს წესები არ შეიძლება მოქმედებდეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებზე, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ირღვევა რომის ხელშეკრულების პირობები. შემდეგში საკითხი კვლავ განიხილეს სიმუტენკოვის საქმის მსვლელობისას.

აგრეთვე იხილეთ

რედაქტირება
  1. Burton, Mark (21 September 1995). „Who is Jean-Marc Bosman?“. The Independent. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 იანვარი 2014. ციტირების თარიღი: 14 December 2011.
  2. Phillips, Martin (21 March 2011). „Jean-Marc Bosman's fight against depression and alcoholism“. The Sun. ციტირების თარიღი: 14 December 2011.